საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით - არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.

სინოდის თითოეულ წევრს უფლება აქვს, წარადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის - საკუთარი კანდიდატურაც.

სამი მღვდელმთავარი, რომელიც სინოდზე ხმათა უმრავლესობას მიიღებს, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.

კრებაზე ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, იმართება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობას მიიღებს.

გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

ამასთან, გაფართოებული კრების მოწვევის თარიღი დადგენილია ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით - კრება იმართება პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.

კრების გამართვის თარიღი სინოდმა შესაძლოა, დღესვე დაადგინოს, თუმცა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, არ არის აუცილებელი, რომ დღეს მოხდეს თარიღზე მსჯელობა.

ამასთან, მისივე თქმით, გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, 17 მაისამდე უნდა გაიმართოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777364383

მსოფლიო

ინდონეზიაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის ქალაქ ბეკასში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა. ამის შესახებ aljazeera იუწყება. თავიდან ელექტრომატარებელი ავტომობილს დაეჯახა, რომელიც ლიანდაგზე აღმოჩნდა, შ...

ინდონეზიაში

1777362696

ახალი ამბები

მეუფე საბა: სავარაუდოდ დღეს გადაწყდება სინოდის მომავალი სხდომა როდის შედგება

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, სავარაუდოდ დღეს, სინოდის სხდომაზე გადაწყდება მომავალი კრების თარიღი. „ეს არის ფარული ხმის მიცემის პროცედურა, ამიტომაც ჩვენ ვერ ვასახელებთ იმ კან...

მეუფე საბა:

1777362520

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: გეკა გელაძე არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, ის შედეგები, რაც მან დადო, ყველაფერზე მეტყველებს, შესაბამისად, ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს სუს-ის ხელმძღვანელობას

„უკომპრომისო ბრძოლა ვიხილეთ, ნარკორეალიზატორების, ქურდული სამყაროს, ორგანიზებული დანაშაულის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ და ის შედეგები, რაც მან [გეკა გელაძემ] დადო, ყველაფერზე მეტყველებს“, - ამი...

ლევან მაჭავარიანი

1777362459

ახალი ამბები

შარმანაშვილი: ნახეთ, ოპოზიციაში ერთმანეთს რა ტერმინებით მოიხსენიებენ, ერთმანეთის მიმართ ულოგიკო ზიზღი აქვთ, ასეთია ნებისმიერი გაერთიანების ბედია, რომელიც გარედან არის შეკოწიწებული

ნახეთ, ოპოზიციაში ერთმანეთს რა ტერმინებით მოიხსენიებენ, თამარ ჩერგოლეიშვილს სტატუსებად გინება ჰქონდა, კრიტიკა კი არა, ვერცერთ ჩვენს თანაგუნდელს ვერ იპოვით, რომელმაც მსგავსი იკადრა, - ამის შესახებ „ქარ...

თენგიზ შარმანაშვილი

1777358764

ახალი ამბები

შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ლევან მაისურაძესთან და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა მინ...

შს მინისტრმა