დიდი ბრიტანეთის მეფე აშშ-ში ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპს შეხვდა
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III აშშ-ში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ვიზიტი აშშ-სა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების აღსანიშნად იმართება.
დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრ სახლში დიდი ბრიტანეთის მეფესა და დედოფალ კამილას უმასპინძლეს. ტრამპმა და მისმა მეუღლემ სამეფო წყვილი ჩაიზე დაპატიჟეს, შემდეგ კი თეთრი სახლის სამხრეთ გაზონი დაათვალიერებინეს.
შემდეგ სამეფო ოჯახის წევრები დიდი ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში ასობით სტუმართან ერთად ბაღის წვეულებას დაესწრნენ.
დღეს, 28 აპრილს, დონალდ და მელანია ტრამპები ჩარლზსა და კამილას ოვალურ კაბინეტში შეხვდებიან და სახელმწიფო ვახშამს გამართავენ. ჩარლზი ასევე კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.
29 აპრილს სამეფო ოჯახის წევრები ნიუ-იორკში 11 სექტემბრის მემორიალს ეწვევიან, 30 აპრილს კი ბერმუდის კუნძულებზე გაემგზავრებიან, სადაც ჩარლზი მონარქის რანგში პირველად ეწვევა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიას.
ჩარლზ III-ის აშშ-ში ოთხდღიანი ვიზიტი ორი ახლო მოკავშირე ქვეყნის ისტორიული კავშირების აღსანიშნავად იმართება, რომელიც აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლის იუბილეს უკავშირდება.
1777370563
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე სუსს სულ რაღაც ნახევარი წელი ხელმძღვანელობდა და ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში
„თქვენ, მთლიანად ოპოზიციას, ძალიან მაგრად გაწუხებთ ის, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს და მეორე მხრივ, ეს პოზიცია მას საშუალებას...
1777370507
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: როდესაც საუბარია საქართველოზე, იდენტური საკითხი ხდება ყოველმხრივი კრიტიკის, ზეწოლისა და ხშირ შემთხვევაში ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევის საფუძველი
ჩვენი საზოგადოება, წლებია აკვირდება პროცესს, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და მცდელობას, ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ გავლენის ქსელი, რომელსაც საკუთა...
1777370026
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ცდილობენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების კუთხით მიაყენონ ჩრდილი
ადგილობრივი პროპაგანდისტები ყველაზე სენსიტიური თემით ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დაზიანებას, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ცდილობენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების...
1777369933
ახალი ამბებირიმა ბერაძე: ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე, ჩვენს გუნდს გაუჭირდებოდა იმ ზეწოლისა და შანტაჟის გაძლება, რაც ამ 4 წლის განმავლობაში გვქონდა - ქვეყნის დაზიანების ყველა გეგმა ისევე ჩავარდება, როგორც რევოლუციის ხუთი მცდელობა
რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ბოლო პერიოდში, ისევ გააქტიურდა ევრობიუროკრატების ტენდენციური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ისევ გვესმის უსამართლო განცხადებები მათი მხრიდან,...
1777369845
ახალი ამბებიგრეტა წიწავა: ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მიმართულია ხალხი კეთილდღეობაზე - ეს ყველაფერი საქმით დადასტურებულია, ხოლო უსამშობლო რადიკალების „სეზონური ალიანსებისთვის“ თუ „თემატური გაერთიანებებისთვის“, ქვეყნის წინსვლა უდრის მათ უკუსვლას!
„მინდა შევეხო რადიკალური ოპოზიციის სეზონურ გაერთიანებას და მათ მიერ დაანონსებულ ლიმიტირებულ შეხვედრებს კარდაკარ თუ სოფელ-სოფელ, რომელიც მორიგი დავალებაა მათი გარე უფროსების მხრიდან. ბოლო ორ არჩევნებს...































