შიო მესამე: ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი
პატრიარქმა ქადაგებისას ანგარებიან შიშზე ილაპარაკა და მრევლს ამ შიშისგან გათავისუფლება ურჩია. შიო მესამე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში უძღვებოდა.
დღესვე სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპი გაიმართება. პატრიარქის ნათლულები გახდებიან ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები.
„წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნებაზე. ბოროტი სულები მიხვდნენ რა, რომ დადგა დასასრული ამ საწყალ კაცზე ბატონობის, სთხოვეს უფალს, რომ ნება მიეცა ღორების კოლტში შესულიყვნენ. ეს ღორების კოლტი გადაეშვა კლდიდან წყალში და დაიღუპა. როცა მიიღო ეს ძალაუფლება, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ ეს საწყალი პირუტყვი დაეღუპა. მითუმეტეს, სძულს ადამიანი და რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, ზუსტად ასე მოექცეოდა. ქალაქის მცხოვრებლებმა ეს რომ გაიგეს, უფალთან შესახვედრად გამოვიდნენ და სთხოვეს, რომ შორს წასულიყო მათი ქალაქიდან. ფიქრობდნენ, ისედაც რამდენი ზარალი ვნახეთ ღორების კოლტის დაღუპვით, როცა შემოვა, რაღას იზამსო. ეს არის ანგარებიანი შიშის მაგალითი. ასეთი რამ ხდება, როდესაც ადამიანს ეშინია, თავის სულში შემოუშვას ღმერთი. როდესაც ადამიანი ასე დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი შინაგანი სულიერი სამყარო არაფერმა შეაწუხოს, მაშინ ძალიან ემსგავსება გადარინელებს, რომლებმაც უფალს სთხოვეს, რომ მათ ქალაქს მოშორებოდა. ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი“, - განაცხადა შიო მესამემ.
1794725695
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...
1794723411
ახალი ამბებიზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...
1794723354
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა
საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აც...
1794722843
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...































