ბიზნესმენი გია ლობჟანიძე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონკრეტულად ჩემს საწარმოს კვერცხის ერთი თეთრით გაიაფების საშუალება არ აქვს, თუკი იქნება კომპლექსური მიდგომა, შეგვიძლია დავსხდეთ და დავწიოთ ფასი
„მე როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო“, - ამის შესახებ კვერცხის მწარმოებელი კომპანიის „დილის პროდუქტები“ დირექტორმა, გია ლობჟანიძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ფასის ცვლილება ობიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული და კვერცხის ფასი განისაზღვრება ხორბლისა და სიმინდის ფასით. მანვე აღნიშნა, რომ ძველი ფასი საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე დააბრუნეს.
„ჩვენი კვერცხის მომავალი წლის ფასი ყოველთვის დგება ოქტომბრის თვეში, როდესაც რუსეთიდან იწყება ხორბლის და სიმინდის შესყიდვა. ტენდენციას ვუყურებთ, რა სიტუაცია არის. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული... იქ არის აქციზები, ამინდი, ფასი, მოსავალი და ყველაფერი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთანხმება სუპერმარკეტებთან, რომ ერთი თვით ადრე უნდა მივწეროთ კვერცხის გაძვირების შესახებ. რაც მოხდა წელს.
მივწერეთ სუპერმარკეტებს, ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან. 25 დეკემბერს მოხდა ბატონი პრემიერის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთნაირად გამოჩნდა, რომ თითქოს საბოტაჟთან გვქონდა საქმე.
კიდევ კარგი გვქონდა საშუალება სხვადასხვა ორგანიზაციებში და ბატონ პრემიერთანაც პირადად აგვეხსნა ეს სიტუაცია, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. და შესაბამისი ნაბიჯიც გავაკეთეთ საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ იმიტომ არ დავუბრუნდით, რომ დიდი მარჟა გვქონდა, ჩვენი მოგების ხარჯზე დავუბრუნდით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო.
ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ახლაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონკრეტულად ჩემს საწარმოს კვერცხის ერთით თეთრით გაიაფების საშუალება არ აქვს. თუკი იქნება კომპლექსური მიდგომა, თუ დაიწევს 18- 27%, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავსხდეთ და დავწიოთ ფასი“, - განაცხადა გია ლობჟანიძემ.
1770800786
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: აფხაზური ენის სწავლება არ ნიშნავს მხოლოდ ენის დაუფლებას, ეს არის უდიდესი კულტურისა და ისტორიის გაზიარება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად ხელვაჩაურში, სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში...
1770800693
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: შენს ქვეყანას როცა ებრძვი, მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოღალატეებს დაერქვას მოღალატეები და ისინი პოლიტიკაში არ იყვნენ
შენს ქვეყანას როცა ებრძვი, ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ. მათ პოლიტიკური სასჯელი უკვე მიღებული აქვთ, რაც არჩევნებზეც გამოიხატა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...
1770799212
საზოგადოებავითარება გზებზე - სად არის მოძრაობა დაშვებული?
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (...
1770799148
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს რომ ვუყურებ ბრიუსელსა და ზოგიერთ დედაქალაქში, საქართველოში ტანკსაც შემოიყვანდა დემოკრატიის დასამყარებლად, საშუალება არ აქვთ, თორემ, ზოგიერთს ჭკუა არ მოეკითხება
ქართველ ხალხს კარგად ემახსოვრება, როგორ მოიქცნენ ის ადამიანები, რომელთაც ყველანაირად ვემეგობრეთ, იმათმა კი, წვრილმან სააკაშვილებსა და წვრილმან პოლიტიკურ ინტრიგებში გაგვცვალეს, - ამის შესახებ საქართველ...
1770799071
მსოფლიოორბანი: 2027 წლისთვის ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა
„ბრიუსელის ელიტის ოფიციალურმა გამოცემა „პოლიტიკომ“ ბრიუსელისა და კიევის უახლესი საომარი გეგმა, ზელენსკის ხუთპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ....






























