„კოდას“ წარმოების დირექტორი: წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში - ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად 500-დან 3000 ლარამდე, რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს

ჩვენი გაყიდვების 80% მოდის ქსელურ მარკეტებზე, დისტრიბუციის მომსახურებას ჩვენს კომპანიას ჩვენვე ვუწევთ. ჩვენ პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, - ამის შესახებ კომპანია „კოდას“ წარმოების დირექტორმა, გიორგი ავალიანმა, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ავალიანის განცხადებით, კომპანიებისთვის, ასევე, პრობლემური და მძიმეა ის ერთჯერადი გადასახადი, რომელსაც ქსელური მარკეტები უწესებენ მათ ერთჯერადად მაღაზიის გახსნისას, იმისთვის რომ კომპანიის პროდუქცია მოხვდეს მათ დახლებზე.

„ე.წ ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანი არის , წლიდან წლამდე მატულობს. დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 22-25 %-მდე მერყეობს „ქეშბექი“ ქსელურ მარკეტებთან, არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელიმეს, ზოგადად ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა.

ჩვენი პროდუქციის გასაყიდი ერთეულის ღირებულების, ამასთანავე ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად 500, 1 000, 2 000 და 3 000 ლარამდეც ადის როცა ჰიპერმარკეტებს ვეხებით, ოღონდ შეიძლება ეს ქსელური მარკეტი გაფართოვდეს და 8 ან 10 ობიექტი გახსნას, შესაბამისად, 10-ჯერ მეტი თანხა მაქვს გადასახდელი მე.

რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს. შესაბამისად აღნიშნული პრობლემად და გამოწვევად რჩება ჩვენთვის“,- განაცხადა გიორგი ავალიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770799212

საზოგადოება

ვითარება გზებზე - სად არის მოძრაობა დაშვებული?

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (...

 მოძრაობა აკრძალულია

1770799148

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს რომ ვუყურებ ბრიუსელსა და ზოგიერთ დედაქალაქში, საქართველოში ტანკსაც შემოიყვანდა დემოკრატიის დასამყარებლად, საშუალება არ აქვთ, თორემ, ზოგიერთს ჭკუა არ მოეკითხება

ქართველ ხალხს კარგად ემახსოვრება, როგორ მოიქცნენ ის ადამიანები, რომელთაც ყველანაირად ვემეგობრეთ, იმათმა კი, წვრილმან სააკაშვილებსა და წვრილმან პოლიტიკურ ინტრიგებში გაგვცვალეს, - ამის შესახებ საქართველ...

შალვა პაპუაშვილი

1770799071

მსოფლიო

ორბანი: 2027 წლისთვის ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა

„ბრიუსელის ელიტის ოფიციალურმა გამოცემა „პოლიტიკომ“ ბრიუსელისა და კიევის უახლესი საომარი გეგმა, ზელენსკის ხუთპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ....

ორბანი

1770797795

ახალი ამბები

გლდანის მერვე მიკრორაიონში მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან მოსასვენებელ სივრცეს მოაწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოებ...

თბილისის მერია

1770797048

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა

ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას იმისთვის, რომ განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება უსაფ...

შალვა პაპუაშვილი