პაატა კვიჟინაძე: უნდა ვიცოდეთ, რომ ერთ მხარეს არის 60%, რომელიც წარმოებაა, რაც ჯდება თავისი მოგებით და არის მეორე მხარეს ხარჯები, რომელიც გაყიდვას უკავშირდება - დაახლოებით 40% ჯდება, რომ პროდუქტი მივიდეს მომხმარებლამდე
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე დაინტერესდა, რა სხვაობაა კონკრეტული პროდუქციის მაღაზიის მიერ მწარმოებლისგან შესყიდულ ფასსა და მაღაზიის მიერ ამ პროდუქტის გასაყიდ ფასს შორის.
კვიჟინაძის თქმით, პროდუქციის ყიდვისას, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ერთ მხარეს წარმოებისთვის საჭირო 60 პროცენტია, ხოლო, მეორე მხარეს დაახლოებით 40%, რაც საჭიროა პროდუქტის მომხმარებლამდე მისასვლელად.
„მარტივი შეკითხვაა: თქვენ გაქვთ ფასი, რომლითაც გინდათ გაყიდოთ, დავივიწყოთ მაღაზია - გაქვთ ფასი, მაგალითად, 6 ლარი და 40 თეთრი, რომლითაც მზად ხართ გაყიდოთ. შემდეგ რომელიღაც მაღაზიას დაელაპარაკეთ, წაიღო ამ ფასად თუ სხვა ფასად და აღმოჩნდა, რომ იქ ეს იყიდება 11 ლარად, ამათ შორის რა არის სხვაობა, ამას ვკითხულობ. გამოდის თითქმის, ნახევარი. ეს მაინტერესებს, იმიტომ, რომ მომხმარებელი როცა ყიდულობს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არის ერთ მხარეს 60 %, რომელიც მართლა წარმოებაა, რაც ჯდება თავისი მოგებით და არის მეორე მხარეს რაღაც ხარჯები, რომელიც გაყიდვას უკავშირდება - 40 % დაახლოებით ჯდება რომ ეს ყველაფერი მივიდეს მომხმარებლამდე. დანარჩენი, ტექნიკური საკითხებია, „ქეშბექით“ დაბრუნდება თუ რა სახით დაბრუნდება“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები, დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან.
1770801357
ახალი ამბები„კოდას“ წარმოების დირექტორი: წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში - ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად 500-დან 3000 ლარამდე, რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს
ჩვენი გაყიდვების 80% მოდის ქსელურ მარკეტებზე, დისტრიბუციის მომსახურებას ჩვენს კომპანიას ჩვენვე ვუწევთ. ჩვენ პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, -...
1770800786
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: აფხაზური ენის სწავლება არ ნიშნავს მხოლოდ ენის დაუფლებას, ეს არის უდიდესი კულტურისა და ისტორიის გაზიარება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად ხელვაჩაურში, სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში...
1770800693
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: შენს ქვეყანას როცა ებრძვი, მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოღალატეებს დაერქვას მოღალატეები და ისინი პოლიტიკაში არ იყვნენ
შენს ქვეყანას როცა ებრძვი, ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ. მათ პოლიტიკური სასჯელი უკვე მიღებული აქვთ, რაც არჩევნებზეც გამოიხატა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...
1770799212
საზოგადოებავითარება გზებზე - სად არის მოძრაობა დაშვებული?
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (...
1770799148
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს რომ ვუყურებ ბრიუსელსა და ზოგიერთ დედაქალაქში, საქართველოში ტანკსაც შემოიყვანდა დემოკრატიის დასამყარებლად, საშუალება არ აქვთ, თორემ, ზოგიერთს ჭკუა არ მოეკითხება
ქართველ ხალხს კარგად ემახსოვრება, როგორ მოიქცნენ ის ადამიანები, რომელთაც ყველანაირად ვემეგობრეთ, იმათმა კი, წვრილმან სააკაშვილებსა და წვრილმან პოლიტიკურ ინტრიგებში გაგვცვალეს, - ამის შესახებ საქართველ...






























