„სიარულიც შეუძლია და მეტყველებაც, ოღონდ სუსტად არის“ - ექიმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

„სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, წინა გასინჯვასთან შედარებით, გაუმჯობესებულია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აღნიშნა, სააკაშვილს საუბარი და სიარული შეუძლია.

„მდგომარეობა სტაბილურია, წინა გასინჯვასთან შედარებით, გაუმჯობესებულია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ყველა პარამეტრი მთლად ნორმალიზებული არ არის, განსაკუთრებით ნევროლოგიური პარამეტრები, მაგრამ მგონი, გაუმჯობესების პროცესშია.

ნევროლოგიური სტატუსი მთლად გაუმჯობესებული არ არის, არცაა მოსალოდნელი. ძირითადად სისუსტეა გამოხატული, თვალის მამოძრავებელი პრობლემები არსებობს კიდევ, რაც მაშინაც იყო გამოხატული და შესაძლებელია რამდენიმე კვირა დასჭირდეს ამის გაუმჯობესებას. სიარულიც შეუძლია და მეტყველებაც, ოღონდ სუსტად არის“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება შეკითხვას, შეძლებს თუ ვერა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას, რომელიც 29 ნოემბერს არის ჩანიშნული, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ ამის წინასწარ პროგნოზირება რთულია.

„29-მდე არის კიდევ 6 დღე და შეიძლება მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს. შესაძლებელია, რომ გაუმჯობესდეს და დაესწროს, მაგრამ ეს ნათქვამი 100%-იანი არ არის. დღეს შეიძლება ვურჩიო, რომ არ დაესწროს, მაგრამ 6 დღის მერე, შესაძლოა გაუმჯობესდეს. რომ გითხრათ, რომ მძიმე, შეუქცევადი მდგომარეობა არის მოსალოდნელი, არა.

რაც ვნახე, ჩემი აზრით, ნორმალურია, გუნდი მუშაობს. გამომდინარე იქიდან, რომ პარამეტრები დასტაბილურდა და გაუმჯობესდა, ფაქტები თავისთავად ლაპარაკობს, რომ მდგომარეობა უმჯობესდება და სამედიცინო გუნდი აკმაყოფილებს მოთხოვნებს“, - აღნიშნა კონსილიუმის წევრმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ირაკლი ღარიბაშვილი: მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი

🔵 ჯანმოს საგანგაშო პროგნოზი: ევროპაში COVID-ით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ მარტში შესაძლოა 2,2 მილიონს გადააჭარბოს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794689833

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1794687013

მსოფლიო

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა

საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში

1794684214

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...

ზაალ ანჯაფარიძე

1794683217

სპორტი

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

1794680489

სპორტი

საბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...

საბა ლაზაშვილი