მაკა ბოჭორიშვილი: ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება
ბაქოში გამართულ მსოფლიო ურბანულ ფორუმში საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა, რაც ქვეყნის ურბანული განვითარების ხედვებისა და რეგიონული მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წარმოჩენას ემსახურებოდა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი განაცხადა.
„მსოფლიო ურბანული ფორუმი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა ბაქოში და მაღალი დონის სტუმრები იღებდნენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, პრემიერ-მინისტრის დონეზე ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი და გვესაუბრა სწორედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ურბანულ განვითარებას, თუ როგორია ჩვენი ხედვები, მიღწევები ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ შეთანხმებებზე გაამახვილა. მისი თქმით, ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გააძლიერებს მისი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნის როლს რეგიონში.
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობით და ამ ახალი შეთანხმებებით ახალი მნიშვნელობა მიენიჭება ორივე ქვეყანას, ამ შემთხვევაში საქართველოზე გავაკეთებ აქცენტს. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ სატრანზიტო პოტენციალი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგორესურსების ტრანზიტზე, გამოვიყენოთ, ასევე, სატრანსპორტო და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი. ამ ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა დღეს ბაქოში, რაც საქართველოს სრულიად სხვა მნიშვნელობას შესძენს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მოქალაქეთა გადაადგილებას, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასაც.
„გარდა იმ მნიშვნელოვანი თემებისა, რომლებიც უკვე აღინიშნა სატრანზიტო პოტენციალთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი იყო, ასევე, აზერბაიჯანის მხრიდან გადაწყვეტილება, რომ სამგზავრო მატარებლის მოძრაობა განახლდეს ორ ქვეყანას შორის, ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ასევე ხელს ხალხთა შორის ურთიერთობებს, გარდა ბიზნესკავშირებისა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1779114665
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ საზოგადოებაში შევუწყოთ ხელი ჯანსაღი დიალოგის კულტურას, როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს
„დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ბრჭყალებში კრიტიკული განცხადებები, ეს ორმაგის სტანდარტის ცალსახა გამოვლინებაა რა თქმა უნდა, თუმცა „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონი...
1779113982
ახალი ამბებიპაატა სალია: გმირების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს თაობა, რომელიც შეძლებს, დაიბრუნოს არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ზუგდიდში, გმირთა ხეივანში საქართველოს ეროვნული გმირ...
1779111605
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
„26 მაისი უნდა იყოს ყველასათვის, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის რა თქმა უნდა, ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ბუნებრივი...
1779111473
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. ამ შეხვედრებს ესწრებოდა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე. საუბარი გვქონდა ვაჭრობის და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე
მადლობა გადავუხადეთ ჩინურ მხარეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე დავარწმუნეთ ჩინური მხარე, რომ ჩვენ ვიქნებით ერთგული ერთიანი ჩინეთის პოლიტიკისა, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიე...
1779111412
ახალი ამბებიპრემიერი: ბაქოში ქართული დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათთან გვქონდა გასაუბრების და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა
ბაქოში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, მათთან გვქონდა ჩვენ ასევე გასაუბრების და შეხვედრების გამ...































