მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანთან წარმატებით დავასრულეთ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები და გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც, მათ შორის, გაზის სექტორში 20-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს
„აზერბაიჯანთან გავაფორმეთ უმნიშვნელოვანესი შეთანხმებების პაკეტი, რომელიც გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას“, - ამის შესახებ განცხადება ბაქოში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.
მინისტრის თქმით, შეთანხმება თავისი შინაარსით დაახლოებით ექვს ძირითად მიმართულებას გულისხმობს.
„პირველი, ეს არის ენერგეტიკის სექტორი და მეორე - ტრანსპორტის მიმართულება. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. სასიხარულოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობაზე. ეს გახლავთ გაზის სექტორში 20-წლიანი ხელშეკრულება და თანამშრომლობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, გაგრძელდა მოქმედი ხელშეკრულება, რომლის ვადა 2026 წელს იწურება და რომელიც საქართველოსთვის სოციალური გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.
„რეალურად გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რაც უდიდეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ შეთანხმების ნაწილია ელექტროენერგეტიკაში თანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს იმპორტს, ტრანზიტს, ისევე, როგორც სხვა არაერთ მიმართულებას. შეთანხმების ფარგლებში ჩვენ, ერთი მხრივ, ვაგრძელებთ და ვაძლიერებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნული შეთანხმებები კიდევ უფრო მეტად გაამყარებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის ფუნქციას, როგორც გაზის, ისევე ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1779114665
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ საზოგადოებაში შევუწყოთ ხელი ჯანსაღი დიალოგის კულტურას, როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს
„დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ბრჭყალებში კრიტიკული განცხადებები, ეს ორმაგის სტანდარტის ცალსახა გამოვლინებაა რა თქმა უნდა, თუმცა „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონი...
1779113982
ახალი ამბებიპაატა სალია: გმირების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს თაობა, რომელიც შეძლებს, დაიბრუნოს არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ზუგდიდში, გმირთა ხეივანში საქართველოს ეროვნული გმირ...
1779111605
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
„26 მაისი უნდა იყოს ყველასათვის, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის რა თქმა უნდა, ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ბუნებრივი...
1779111473
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. ამ შეხვედრებს ესწრებოდა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე. საუბარი გვქონდა ვაჭრობის და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე
მადლობა გადავუხადეთ ჩინურ მხარეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე დავარწმუნეთ ჩინური მხარე, რომ ჩვენ ვიქნებით ერთგული ერთიანი ჩინეთის პოლიტიკისა, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიე...
1779111412
ახალი ამბებიპრემიერი: ბაქოში ქართული დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათთან გვქონდა გასაუბრების და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა
ბაქოში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, მათთან გვქონდა ჩვენ ასევე გასაუბრების და შეხვედრების გამ...































