მარიამ ქვრივიშვილი: უახლოეს მომავალში მოხდება ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციაში დაბრუნება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის
„ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან, რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების აღდგენას“, - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მიწოდების ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა, რომელიც ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტის განახლებას უზრუნველყოფს. წარმატებით დასრულებული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია - SOCAR Midstream Operation LLC-ისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობისა სახელმწიფო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ნავთობსადენის მინიმალური დატვირთვის საკითხსაც განსაზღვრავს.
„ბაქო-სუფსის მილსადენს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად, რეგიონისთვის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. აღნიშნული მილსადენი ბოლო წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, თუმცა, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ერთობლივი ძალისხმევით უახლოეს მომავალში მოხდება მისი ექსპლუატაციაში დაბრუნება. ამ პროექტის განახლებით საქართველო კიდევ უფრო განიმტკიცებს თავის პოზიციას, როგორც საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორი მეზობელი სახელმწიფოებისა და ევროპისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის გავლით ნავთობის უსაფრთხო ტრანზიტს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ბაქო-სუფსის მილსადენი საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ რეგიონში წარმატებით განხორციელებულ პირველ სატრანზიტო პროექტს წარმოადგენს. საოპერაციო შეთანხმების გაფორმება ქართული და აზერბაიჯანული მხარეების ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობის გაგრძელების ახალი ეტაპია, რომელიც მის მონაწილეებს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, მათ შორის, მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს.
1779111473
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. ამ შეხვედრებს ესწრებოდა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე. საუბარი გვქონდა ვაჭრობის და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე
მადლობა გადავუხადეთ ჩინურ მხარეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე დავარწმუნეთ ჩინური მხარე, რომ ჩვენ ვიქნებით ერთგული ერთიანი ჩინეთის პოლიტიკისა, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიე...
1779111412
ახალი ამბებიპრემიერი: ბაქოში ქართული დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათთან გვქონდა გასაუბრების და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა
ბაქოში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, მათთან გვქონდა ჩვენ ასევე გასაუბრების და შეხვედრების გამ...
1779111245
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები
ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება. საზოგადოების ერთიანობა არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები, - განუცხად...
1779110739
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ეს შეთანხმებები დაკავშირებულია ეკონომიკური და ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებასთან - განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ 20 წლიანი ხელშეკრულება სოციალურ გაზთან დაკავშირებით გახანგრძლივდა 20 წლით
„შეთანხმებები, რომელიც გაფორმდა არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის, ეს შეთანხმებები დაკავშირებულია ეკონომიკური და ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებასთან“, - ამ...
1779109729
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6774 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...































