ბექა მიქაუტაძე: ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ჩვენს თანამოქალაქეებზე ზრუნვაა
„ჩვენ, პირველ რიგში, ვართ მშობლები, გვყავს შვილები და უდიდესი პასუხისმგებლობით, სიფრთხილითა და გულწრფელი ემპათიით ვუდგებით თითოეული ბავშვის მდგომარეობას“, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ბექა მიქაუტაძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პროფესიულმა საზოგადოებამ, მხოლოდ პოლიტიკოსები ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.
„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ჩვენს თანამოქალაქეებზე ზრუნვაა. ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია შესაბამისი ცოდნა და ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ასობით მილიონი ლარი იხარჯება ჯანდაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა პროგრამაზე. როგორც პრემიერმა განაცხადა, გადამწყვეტი არ არის ფინანსური მხარე, მილიარდიც კი არავის დაენანება, მთავარია, პროფესიონალური, გონივრული და ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. სახელმწიფოსგან არის სრული მზაობა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. უმთავრესია რეალური შედეგის მიღწევა და ბავშვების კეთილდღეობა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ
1779117924
ახალი ამბებიპროკურატურამ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...
1779116253
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: უახლოეს მომავალში მოხდება ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციაში დაბრუნება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის
„ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან, რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების აღდგენას“, - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელი...
1779114665
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ საზოგადოებაში შევუწყოთ ხელი ჯანსაღი დიალოგის კულტურას, როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს
„დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ბრჭყალებში კრიტიკული განცხადებები, ეს ორმაგის სტანდარტის ცალსახა გამოვლინებაა რა თქმა უნდა, თუმცა „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონი...
1779113982
ახალი ამბებიპაატა სალია: გმირების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს თაობა, რომელიც შეძლებს, დაიბრუნოს არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ზუგდიდში, გმირთა ხეივანში საქართველოს ეროვნული გმირ...
1779111605
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
„26 მაისი უნდა იყოს ყველასათვის, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის რა თქმა უნდა, ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ბუნებრივი...































