კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ
„ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ არანაირი კონტრარგუმენტი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს.
მისივე თქმით, ისინი აღნიშნულ ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ.
„ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ. ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი კონკრეტული კონტრარგუმენტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე განმარტა, რომ „ნეიტრალური საქართველოს“ მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილთან თანხვედრაშია.
„ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაც არის ამგვარი პარტიების აკრძალვა. როდესაც ხარ პოლიტიკოსი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, პირველ რიგში, უნდა ასრულებდე ქართველი ხალხის დაკვეთას და არა გარე დავალებებს. თავიანთი განცხადებებით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ბევრი ფაქტი შეგვიძლია, მოვიყვანოთ.
გახსოვთ, როგორ იბრძოდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო ასოცირების ხელშეკრულება, ქვეყნისთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ეს კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ბრიუსელში კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩაეშალათ. ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკურ პლატფორმაზე ვერ იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესები პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს.
„დარწმუნებული ვარ, გაჩნდება სივრცე ახალი პოლიტიკოსებისთვის და პარტიებისთვის. პოლიტიკური არენა ოპოზიციის გარეშე ვერ დარჩება. ყველა ერთნაირ აზრზე ვერ ვიქნებით. უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაზიანდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1793088014
ახალი ამბებილევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე
სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ი...
1793087116
ახალი ამბებიპრემიერი: 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია
2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მ...
1793086893
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
„ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრად...
1793086157
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე მხარე ცდილობს, დააკნინოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რაც იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ისტორიები ასახულია დოკუმენტში
„ერთი მხრივ, იყო არგუმენტირებული მსჯელობა კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა და მეორე მხრივ, ამის პასუხად, ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური ნარატივი, რომელიც იყო უსაგნო მსჯელო...
1793085957
ახალი ამბებიგიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ
„მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ [„ნაცმოძრაობა“] სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის“,...






























