გიორგი სოსიაშვილი საია-ზე: რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში, სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ

რატომ დამალა საია-მ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები - მეორე დღეა, თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი დაუშვებლად ცნო. არც კი განიხილა კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც არჩევნების შედეგების შეჩერებას უკავშირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ მათ სასამართლოსთვის ამ მოთხოვნით არ მიუმართავთ, ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საია-მ მოთხოვნა სტრასბურგს 2024 წლის ნოემბერში 5 განმცხადებლის სახელით წარადგინა. ასევე, იუსტიციის სამინისტროსთვის ევროსასამართლოსგან გამოგზავნილი ოფიციალური შეტყობინებით ირკვევა, რომ საჩივრების ნაწილი სექციის ვიცე-პრეზიდენტმა დაუშვებლად მიიჩნია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საია-მ სტრასბურგის უარი შეგნებულად დამალა და ახლა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, სტრასბურგს კი არც არსებითი განხილვა დაუწყია, რადგან მოთხოვნების ნაწილის დასაშვებობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილიც არ არის.

„საია არაერთხელ იქნა მხილებული გარე პატრონების მიერ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმართულ მოძრაობაში. ის მონაწილეობდა და არაერთი რევოლუციური სცენარის სამზადისში იყო ჩართული, თავიანთი განცხადებებით, მოწოდებით და მიღებული დაფინანსებებით, რომელიც მოდიოდა ასე გაუმჭვირვალედ და იხარჯებოდა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ახლაც, მორიგი ტყუილი ძალიან მალე გამოუაშკარავდათ - პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, როდესაც რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში, სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ“, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769245480

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: „ენჯეოშნიკების“ ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა, რაც საია-მ იკადრა და შეეცადა, საზოგადოება მოეტყუებინა, ამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა

რატომ დამალა საია-მ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები - მეორე დღეა, თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნებ...

 დავით მათიკაშვილი

1769244256

ახალი ამბები

გურიის სოფლებში, ღრმაღელესა და ნიგვზიანში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

გურიის რეგიონში, სოფელ ღრმაღელესა და ნიგვზიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა. „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრი...

ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

1769243568

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე პრემიერის ინიციატივაზე: მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით

მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით, - განაცხადა რეგიონულ...

ზვიად შალამბერიძე

1769241901

ახალი ამბები

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდ...

იუსაფარ ძაღლთა თავშესაფრი

1769241806

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი: ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში

„ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლე...

გიორგი სოსიაშვილი