დავით მათიკაშვილი: „ენჯეოშნიკების“ ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა, რაც საია-მ იკადრა და შეეცადა, საზოგადოება მოეტყუებინა, ამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა

რატომ დამალა საია-მ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები - მეორე დღეა, თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი დაუშვებლად ცნო. არც კი განიხილა კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც არჩევნების შედეგების შეჩერებას უკავშირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ მათ სასამართლოსთვის ამ მოთხოვნით არ მიუმართავთ, ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საია-მ მოთხოვნა სტრასბურგს 2024 წლის ნოემბერში 5 განმცხადებლის სახელით წარადგინა. ასევე, იუსტიციის სამინისტროსთვის ევროსასამართლოსგან გამოგზავნილი ოფიციალური შეტყობინებით ირკვევა, რომ საჩივრების ნაწილი სექციის ვიცე-პრეზიდენტმა დაუშვებლად მიიჩნია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საია-მ სტრასბურგის უარი შეგნებულად დამალა და ახლა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, სტრასბურგს კი არც არსებითი განხილვა დაუწყია, რადგან მოთხოვნების ნაწილის დასაშვებობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილიც არ არის.

„ენჯეოშნიკების“ ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა. რაც საია-მ იკადრა და შეეცადა, საზოგადოება მოეტყუებინა, ამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა. დიდი ნაწილი სარჩელისა, რომელიც საია-მ და სხვა პირებმა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ შეიტანეს, პრაქტიკულად, უკვე უარყოფილია და მის განხილვაზე სასამართლომ უარი განაცხადა და მეტიც - ნაწილზე იმ სარჩელისა, რომელიც იქნება განხილული, უფრო მეტი კითხვის ნიშანი დაებადა სასამართლოს მოსარჩელე მხარის მიმართ, ვიდრე მოპასუხის მიმართ.

ამ ტყუილს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებდნენ, რასაც საქართველოს ფარგლებს გარედანაც არაერთხელ ვისმენდით არჩევნების გაყალბებისა და ფარულობის დარღვევის თაობაზე, წერტილი აუცილებლად დაესმება. ერთხელ და სამუდამოდ ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ეს აგორებული ანტიქართული კამპანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მსგავსად იმისა, რაც 2020 წელს ISFED-მა იკადრა, მსგავსად იმისა, რასაც დღეს საია კადრულობს, ეს ყველაფერი დასრულდება საქართველოს გამარჯვებით“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769245429

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი საია-ზე: რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში, სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ

რატომ დამალა საია-მ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები - მეორე დღეა, თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნებ...

გიორგი სოსიაშვილ

1769244256

ახალი ამბები

გურიის სოფლებში, ღრმაღელესა და ნიგვზიანში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

გურიის რეგიონში, სოფელ ღრმაღელესა და ნიგვზიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა. „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრი...

ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

1769243568

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე პრემიერის ინიციატივაზე: მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით

მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით, - განაცხადა რეგიონულ...

ზვიად შალამბერიძე

1769241901

ახალი ამბები

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდ...

იუსაფარ ძაღლთა თავშესაფრი

1769241806

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი: ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში

„ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლე...

გიორგი სოსიაშვილი