თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ბათუმმა 7-8 სექტემბერს უმასპინძლა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული პროექტი მჭიდროდ უკავშირდება რეგიონულ სატრანსპორტო შესაძლებლობებსა და შუა დერეფნის მზარდ როლს.
„შუა დერეფანი უკვე აღარ არის ალტერნატივა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიც ამას ცხადყოფს, რომ დამატებითი ალტერნატიული მარშრუტები უკვე ძირითად მარშრუტებად გარდაიქმნება. ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა. ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ თანხვედრაში ვიყოთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელსაც ვახორციელებთ, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში. ამ მიმართულებით პარტნიორობა და თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია და ამ კუთხით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე საუბრისას თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ პროექტის განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდა და მისი განხორციელების ფორმატი არსებითად შეიცვალა.
„ზოგადად, ძალიან გაზრდილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი. შესაბამისად, შეიცვალა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების მოდელი, ჩვენ გადავედით ე.წ. „ლენდლორდ“ მოდელზე, რომელიც გულისხმობს შემდეგს: სახელმწიფო რჩება ნავსადგურის მესაკუთრედ, ავითარებს აღნიშნულ ნავსადგურს, აშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ინვესტორები უკვე შემოდიან მას შემდეგ, რაც ტერმინალების ოპერირებაზე მიდის საუბარი. ანუ ტერმინალების ოპერატორებად იქნება წარმოდგენილი კერძო სექტორი, რომელიც ტვირთების მიხედვით შეძლებს ტერმინალების ოპერირებას. მნიშვნელოვანია სამი კომპონენტი - როგორც ტვირთების მოზიდვა, ასევე ინვესტიციების მოზიდვა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი გამოცდილების ქონა მსგავსი ტიპის ტერმინალების ოპერირების კონტექსტში“, - განმარტა იოსელიანმა.
1789477385
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბ...
1789476131
მსოფლიოისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ჰამასის“ ორი მეთაური ლიკვიდირებულია
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ჰამასის“ ორი მეთაური ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ისინი 2023 წელს 7 ოქტომბრის „ხოცვა-ჟლეტასა“ და დაჯგუფებისთვის იარაღის წარმოებაში მონაწილეობდნენ. „...
1789474774
ახალი ამბებიპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილი დაამტკიცა
85 ხმით 12-ის წინააღმდეგ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილი დაამტკიცა. კენჭისყრამდე მამისეიშვილს გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მისი კანდიდატურა პარ...
1789473942
საზოგადოებაირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველო-იაპონია...
1789472602
საზოგადოებაპროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს,...



























