თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს
„საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს“, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, რა გავლენას მოახდენს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი პარლამენტს გარე არსებულ ოპოზიციაზე, რომლებიც თვითგანადგურების რეჟიმში არიან.
„ეს ორგანიზაციები ისედაც თვითგანადგურების რეჟიმში არიან და ამას ყოველდღე უყურებს მაყურებელი. ან როგორ მიმართავენ ერთმანეთს, ან რაში სდებენ ბრალს - მოღალატეობაში, ფულის აღებაში. ჩვენ რომ არ გაგვიკეთებია ჩვენი ოპონენტებისთვის, იმაშიც კი სდებენ ბრალს. ასეთი რადიკალური განწყობილებით ჩვენც კი არ ვყოფილვართ უცხო ქვეყნიდან მართული ე.წ ოპოზიციის მიმართ. ეს [საკონსტიტუციო სარჩელი] საჭიროა ერთი რამის გამო - თუნდაც ისევ ჩვენთვის, მმართველი პარტიისთვის. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს. ის, რის გამოც მე სარჩელი დავწერე და შევიტანე საკონსტიტუციო სასამართლოში, იმავეს ხომ მე ვერ გავაკეთებ?!“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ახალი საკონსტიტუციო სარჩელით ,„ქართული ოცნება“ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს. მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებულ სარჩელში უკვე მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და „ფედერალისტების“ აკრძალვა და მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა.
1789477610
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6085 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6091 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1789477385
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბ...
1789476131
მსოფლიოისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ჰამასის“ ორი მეთაური ლიკვიდირებულია
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ჰამასის“ ორი მეთაური ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ისინი 2023 წელს 7 ოქტომბრის „ხოცვა-ჟლეტასა“ და დაჯგუფებისთვის იარაღის წარმოებაში მონაწილეობდნენ. „...
1789474774
ახალი ამბებიპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილი დაამტკიცა
85 ხმით 12-ის წინააღმდეგ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილი დაამტკიცა. კენჭისყრამდე მამისეიშვილს გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მისი კანდიდატურა პარ...
1789473942
საზოგადოებაირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველო-იაპონია...




























