თენგიზ შარმანაშვილი ნორვეგიის ელჩის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი - ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას?
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ნორვეგიის ელჩისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრას ეხმაურება.
მისი თქმით, წარსულში დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ვენის კონვენციის დარღვევისა და საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის ფაქტები არაერთხელ დადასტურდა.
დეპუტატმა გაიხსენა ელჩების დემარში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის საქმეში დარღვევები ვერ აღმოაჩინა, დიპლომატებს ბოდიში არ მოუხდიათ.
შარმანაშვილის შეფასებით, მსგავსი ტიპის გაურკვეველი და გაუმჭვირვალე შეხვედრები საზოგადოებაში ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს.
„როცა ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ხდება, როდესაც არ არის საკმარისი ინფორმაცია - რა საკითხებს შეეხებოდა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი, ხომ არ არის ეს ამის გაგრძელება? ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას? ხომ არ შეეცდებიან ისევ საქართველოში დესტრუქციული ხაზის გატარებას, მხარი დაუჭირონ რევოლუციას ან სხვა უკანონო პროცესს. ამიტომ დღეს ითქვა კიდევაც, რომ მივესალმებოდით, თუ შესაბამისი საელჩო უფრო ნათელ და გამჭვირვალე განცხადებას გააკეთებდა ამ შეხვედრის ხასიათის შესახებ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
1789477610
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6085 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6091 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1789477385
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბ...
1789476131
მსოფლიოისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ჰამასის“ ორი მეთაური ლიკვიდირებულია
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ჰამასის“ ორი მეთაური ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ისინი 2023 წელს 7 ოქტომბრის „ხოცვა-ჟლეტასა“ და დაჯგუფებისთვის იარაღის წარმოებაში მონაწილეობდნენ. „...
1789474774
ახალი ამბებიპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილი დაამტკიცა
85 ხმით 12-ის წინააღმდეგ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილი დაამტკიცა. კენჭისყრამდე მამისეიშვილს გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მისი კანდიდატურა პარ...
1789473942
საზოგადოებაირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველო-იაპონია...




























