თამთა მეგრელიშვილი: საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის ნორმად დაკანონება საშიშია, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ სამართლებრივ წესრიგს, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ თანაცხოვრებას

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეხმიანება.

შსს-ის განმარტებით, საქმე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარს ეხება.

მეგრელიშვილის შეფასებით, გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ის აბსოლუტური უფლება არ არის და საჯარო სივრცეში, მათ შორის, ციფრულ პლატფორმებზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეთიკის ნორმები უნდა იყოს დაცული.

მისი თქმით, ერთმანეთისაგან სწორად უნდა გაიმიჯნოს პირადი შეურაცხყოფა და დაცული კრიტიკული აზრი, ხოლო საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებისა და აგრესიული ლექსიკის ნორმად ქცევა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სტაბილურობას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ და სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

უწყების განმარტებით, საქმე ეხება სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარს.

თავად რაზმაძე კი, მცდარ გზავნილს აჟღერებს და აცხადებს, რომ მას კრემლის პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვის მისამართით გამოთქმული კრიტიკისა და გინების გამო ედავებიან, რაც ერეკლე II-ისა და გეორგიევსკის ტრაქტატის თემას უკავშირდებოდა.

სამართლებრივ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ის არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ საზღვრავს საზოგადოებრივი წესრიგისა და ეთიკის ნორმებს საჯარო სივრცეში, მათ შორის, ციფრულ პლატფორმებზე.

სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლება და კრიტიკული აზრი ნებისმიერი საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ პროცესსაც აქვს თავისი წითელი ხაზები, რასაც კანონთან ერთად პოლიტიკური კულტურა და ეთიკა იცავს.

სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საჯარო სივრცის მიმართ პატივისცემა არის ის აუცილებელი სტანდარტი, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას, რათა დისკუსია ჯანსაღ ჩარჩოებში დარჩეს და საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება და პირადი შეურაცხყოფა ნორმად არ იქცეს.

პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს სახელმწიფოს უმაღლეს აღმასრულებელ შტოს. მისი მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება სცდება ლეგიტიმური პოლიტიკური კრიტიკის ფარგლებს და ლახავს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ თავად სახელმწიფო ინსტიტუტის ავტორიტეტს.

საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის ნორმად დაკანონება საშიშია, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ სამართლებრივ წესრიგს, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ თანაცხოვრებას.

საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და საკითხი მკაფიო კონსტიტუციური პრინციპების, გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

ერთმანეთისაგან სწორად უნდა გაიმიჯნოს პირადი შეურაცხყოფა და დაცული კრიტიკული აზრი.

დარწმუნებული ვარ, ზემოაღნიშნული პრინციპები ამ საქმეშიც დაცული იქნება.

სოციალურ ქსელებში ლანძღვა-გინებისა და აგრესიული ლექსიკის მასიური ხასიათის მიღება (ე.წ. ტოქსიკური გარემოს შექმნა) სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ცალკეულ პირებს, ისე მთლიანად საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სტაბილურობას.

ინფორმაციული ხმაური, რომელსაც მომწამვლელი ეფექტი აქვს და მოკლებულია არგუმენტებს, პოლიტიკაში არ არის სწორი ურთიერთობის მანერა, რადგან აგრესიული კომენტარების ნაკადში იკარგება შესაძლებლობა საზოგადოებამ სწორად დაინახოს და გააანალიზოს პოლიტიკური მოვლენები“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1789043174

ახალი ამბები

ლევან კოჭლოშვილი: კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ, როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა

„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ოპოზიციისა და კონკრეტული პირების მისამართით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ისტორიული ფიგურების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მანი...

ლევან კოჭლოშვილი

1789042645

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის

„კოსმოსთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია როგორც ევროპული, ისე, ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისთვის, და ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმ...

მაკა ბოჭორიშვილი

1789040370

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ძალიან არაჯანსაღი კამპანია არის დაწყებული და ბატონ ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა, როდესაც იგი თავისი ყოფილი გუნდის მიმართ ასეთი მეთოდებით „იბრძოდა“

„ძალიან არაჯანსაღი კამპანია არის დაწყებული და ბატონ ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა, როდესაც იგი თავისი ყოფილი გუნდის მიმართ ასეთი მეთოდებით „იბრძოდა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავ...

ლევან მაჭავარიანი

1789039968

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა 3 დეკლარაცია კო...

ირაკლი კობახიძე

1789038958

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ევროკავშირზე: ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე - ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ

„ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე - ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევრ...

ლევან მახაშვილი