ლევან მახაშვილი ევროკავშირზე: ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე - ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ

„ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე - ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკავშირზე საუბრისას.

მისი თქმით, გერმანიასა და ისლანდიაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირი, როგორც ჩანს, საკუთარ მოსახლეობასაც კარგავს.

„არ უნდა გქონდეს საშინაო პოლიტიკა, არ უნდა აწარმოო შენი საპარლამენტო ცხოვრება, არ უნდა გქონდეს საგარეო პოლიტიკა - მათ უნდა დაეკითხო ყველაფერზე: რა გაიტანო, რა შემოიტანო, ვისთან გქონდეს ურთიერთობა. როდის და რამდენი ისუნთქო. ასეთ აბსურდამდე მივიდა ის არასწორი პოლიტიკა, რასაც ბრიუსელი ატარებდა. 

ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე - ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ. იმ არჩევნებსაც თუ გავითვალისწინებთ, რომლებიც ისლანდიასა და გერმანიაში ჩატარდა, როგორც ჩანს, საკუთარ მოსახლეობასაც კარგავენ. 

ამიტომ ასეთი განწირული განცხადებები, ერთი მხრივ, გამაოგნებელია, მაგრამ მეორე მხრივ, უკვე აღარ არის გასაკვირი“, - აღნიშნა მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789032300

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: პირადი დაპირისპირებებისა და შურისძიებების ფონზე, კიდევ ერთხელ იკვეთება ოპოზიციის მთავარი ღირებულებები, რომელიც იზომება ვალუტაში, ფულში, პიროვნულ სარგებელში

„ოპოზიციის სახე და ღირებულებები ნანახი გვაქვს, მათ შორის მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გვახსოვს, სადამდეც მიიყვანეს ქვეყანა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდო...

ლევან მახაშვილი

1789029065

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის

სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ...

ირაკლი კობახიძე

1789029023

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: ტრაგიკული მდგომარეობაა... ეს ყველაფერი არის თავს მოხვეული, ე.წ. Deep State-ის მხრიდან იმისათვის, რომ ევროკავშირი ხელოვნურად დაასუსტონ

აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკა და მასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვა - თბილისში კვლავ შეფასებების თემაა მარტა კოსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებ...

ლევან მაჭავარიანი

1789028045

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას ლიდერის როლი აჩვენონ და პოზიციები გაიმყარონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნარჩენებში, რაც შემორჩათ

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იძირება. ვინც ამ გემზე შერჩა, მასთან ერთად ჩაიძირება, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგ...

გიორგი გაბუნია

1789027835

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით

ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღე...

ირაკლი კირცხალია