ლევან კოჭლოშვილი: კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ, როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა
„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ოპოზიციისა და კონკრეტული პირების მისამართით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ისტორიული ფიგურების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მანიპულაციაა.
კოჭლოშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც ადრე ერეკლე მეფის ძეგლის დადგმას აკრიტიკებდნენ, დღეს მისი სახელით მორალს უკითხავენ ადამიანებს.
„კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ! გუშინ ერეკლე მეფის ძეგლის დადგმას აკრიტიკებდნენ, დღეს კი მისი სახელით მორალს გვიკითხავენ. საოცარი პოლიტიკური მეხსიერება აქვთ - რაც გუშინ მიუღებელი იყო, დღეს საჭირო პოლიტიკურ გზავნილად იქცა. მე ბერძენიშვილსა და მის „და-ძმებს“ პასუხი არაერთხელ გავეცი პირდაპირ ეთერებში. პასუხად კი ჩემი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფისა და წყევლის მოსმენაც მომიწია. ამიტომ ახლა ჩემთვის გრძნობებსა და მორალზე ლექციების კითხვას ნუ დაიწყებენ. განსაკუთრებით სასაცილოა, როცა „კასტილიას“ ეძახის სხვას ადამიანი, რომლის პოლიტიკური გარემოცვის სახეც სწორედ იმავე სტილის პოლიტიკაა. და ახლა ყველაზე მთავარი: ერეკლე მეფე პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტი არ არის. თუ ვინმეს დღეს მართლა შეუყვარდა ერეკლე მეფე, ამის დამტკიცება ძალიან მარტივად შეუძლია - დაიწყოს იმ ადამიანების დაგმობით, რომლებიც წლების განმავლობაში ერეკლე მეფის სახელისა და მემკვიდრეობის მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენდნენ. რაც შეეხება ლევან ჯობავა ბერძენიშვილისას - ერეკლე მეფისადმი სიყვარულის დამტკიცება შენი გარემოცვის დაგმობით შეგეძლო დაგეწყო. მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინ ასეთი დავალება არ გქონდა. და ბოლოს, პირდაპირ გეტყვით: როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, პოლიტიკური მეძავობა და მანიპულაციაა. ერეკლე მეფე ყველას ეკუთვნის, ვისაც საქართველოს ისტორია უყვარს - მაგრამ არავის ეკუთვნის მისი სახელით პოლიტიკური მანიპულაციის უფლება“, - წერს ლევან კოჭლოშვილი.
1789037100
ახალი ამბებიჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ გადაადგილების დროებითი სქემა 11 სექტემბრიდან იცვლება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ მოძრაობის დროებითი სქემა 11 სექტემბრის 00:00 საათიდან იცვლება. ფილარმ...
1789036060
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიცია ასეთ გამარგინალებულ მდგომარეობაში არ მახსოვს, საკუთარ თავს ეს თავადვე დამართეს, ვინაიდან გარე ძალებისთვის მსახური, შეკვეთილზე ცეკვა ჩვენს მოქალაქეებს ყელში ამოუვიდათ
ოპოზიციაში უბედურ დღეში არიან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოპოზიცია ასეთ გამარგინალებულ მდგომარეობაში არ მახსოვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა....
1789034500
ახალი ამბებიპრემიერი: შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით
ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარიზში განუცხადა. მთავრობის მ...
1789032300
ახალი ამბებილევან მახაშვილი: პირადი დაპირისპირებებისა და შურისძიებების ფონზე, კიდევ ერთხელ იკვეთება ოპოზიციის მთავარი ღირებულებები, რომელიც იზომება ვალუტაში, ფულში, პიროვნულ სარგებელში
„ოპოზიციის სახე და ღირებულებები ნანახი გვაქვს, მათ შორის მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გვახსოვს, სადამდეც მიიყვანეს ქვეყანა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდო...
1789029065
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის
სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ...






























