ირაკლი კობახიძემ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა.
სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა 3 დეკლარაცია კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებსაც საქართველო შეუერთდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„მნიშვნელოვანია, ევროპას ჰქონდეს თავისი ხედვა, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა კოსმოსის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, რესურსები ამ მიმართულებით შეზღუდულია, თუმცა ჩვენ ვართ გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი. ვმონაწილეობთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაც მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორებისთვის. ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომლებიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამიტი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გახსნა. ემანუელ მაკრონმა ევროპის კოსმოსური ინდუსტრიის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა უზრუნველყოს კოსმოსში საკუთარი სტრატეგიული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, განსაკუთრებით თანამგზავრული კომუნიკაციების, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.
საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, დღეს კოსმოსური ინფრასტრუქტურა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოების უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ ავტონომიასთან და სწორედ ამიტომ სამიტის ოფიციალური მიმართულებებია კოსმოსური ეკონომიკა, მეცნიერება, კვლევა და უსაფრთხოება.
ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას ევროპული ავტონომიის გაძლიერებისთვის, ვინაიდან მისი შეფასებით, სატელიტური კომუნიკაცია, ნავიგაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე ევროპული სუვერენიტეტის ნაწილია.
სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კოსმოსი მხოლოდ მეცნიერებისა და კვლევის სფერო აღარ არის. ის უკვე ევროპის ეკონომიკური ძალის, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ აუცილებელია, ევროპას ჰქონდეს საკუთარი საიმედო წვდომა კოსმოსზე და საკუთარი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის უსაფრთხო სატელიტური კომუნიკაციები, ნავიგაცია და დედამიწის დაკვირვების შესაძლებლობები.
კოსმოსის პირველ საერთაშორისო სამიტში 90 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის სახელმწიფოთა ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები, მონაწილეობდნენ.
სამიტის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად დაესწრო, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

1789034500
ახალი ამბებიპრემიერი: შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით
ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარიზში განუცხადა. მთავრობის მ...
1789032300
ახალი ამბებილევან მახაშვილი: პირადი დაპირისპირებებისა და შურისძიებების ფონზე, კიდევ ერთხელ იკვეთება ოპოზიციის მთავარი ღირებულებები, რომელიც იზომება ვალუტაში, ფულში, პიროვნულ სარგებელში
„ოპოზიციის სახე და ღირებულებები ნანახი გვაქვს, მათ შორის მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გვახსოვს, სადამდეც მიიყვანეს ქვეყანა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდო...
1789029065
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის
სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ...
1789029023
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: ტრაგიკული მდგომარეობაა... ეს ყველაფერი არის თავს მოხვეული, ე.წ. Deep State-ის მხრიდან იმისათვის, რომ ევროკავშირი ხელოვნურად დაასუსტონ
აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკა და მასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვა - თბილისში კვლავ შეფასებების თემაა მარტა კოსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებ...
1789028045
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას ლიდერის როლი აჩვენონ და პოზიციები გაიმყარონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნარჩენებში, რაც შემორჩათ
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იძირება. ვინც ამ გემზე შერჩა, მასთან ერთად ჩაიძირება, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგ...































