საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის აგვისტოს თვის შედეგებს აქვეყნებს
საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის აგვისტოს თვის შედეგებს აქვეყნებს.
აგვისტოში საპენსიო ფონდის ორი პორტფელის, დაბალანსებულისა და დინამიკურის შექმნიდან სამი წელი გავიდა. თავისი არსებობის პერიოდში ორივე პორტფელმა მნიშვნელოვნად მაღალი მომგებიანობა აჩვენა, რაც დიდწილად, მათში საერთაშორისო აქციების მაღალ წილს უკავშირდება. 2023 წლის აგვისტოდან 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, საპენსიო ფონდის პორტფელების მომგებიანობა შემდეგნაირია:
დინამიკური პორტფელი - ნომინალურმა კუმულატიურმა ამონაგებმა 50.9% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში ინფლაციით გათვალისწინებული რეალური ამონაგები 34.2% იყო (გაწლიურებული ნომინალური: 14.3%, ხოლო რეალური 10.0%);
დაბალანსებული პორტფელი - ნომინალურმა კუმულატიურმა ამონაგებმა 46.2% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში ინფლაციით გათვალისწინებული რეალური ამონაგები 30.0% იყო (გაწლიურებული ნომინალური: 13.2%, ხოლო რეალური 8.9%);
კონსერვატიული პორტფელი - ნომინალურმა კუმულატიურმა ამონაგებმა 41.4% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში ინფლაციით გათვალისწინებული რეალური ამონაგები 25.7% იყო (გაწლიურებული ნომინალური: 11.9%, ხოლო რეალური 7.7%); აღსანიშნავია, რომ კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობამ 2019 წლის 1-ლი იანვარიდან 113.8% შეადგინა, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით რეალურმა ამონაგებმა 40.5%-ს მიაღწია. გაწლიურებული მაჩვენებლები, შესაბამისად, 10.4% და 4.5%-ია.
2026 წლის აგვისტოში საპენსიო ფონდის პორტფელების შედეგებს ხელი შეუწყო საერთაშორისო აქციების ბაზრების აღდგენამ და ადგილობრივი ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების პოზიტიურმა წვლილმა. ივლისის კორექციის შემდეგ, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კაპიტალური დანახარჯების მდგრადობის მიმართ ნდობის გაუმჯობესებამ, საერთაშორისო აქციების ბაზრები გაზარდა, განსაკუთრებით ძლიერი შედეგები კი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა. ამავდროულად, ლარის აშშ დოლართან მიმართებით დაახლოებით 0.54%-იანმა გამყარებამ, ნაწილობრივ შეამცირა უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები.
შედეგად, აგვისტოში საუკეთესო შედეგი დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა და 1.96%-ით გაიზარდა, რაც საერთაშორისო აქციებში მის უფრო მაღალ წილს უკავშირდება. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელები, შესაბამისად, 1.57%-ით და 1.18%-ით გაიზარდა. კონსერვატიულ პორტფელზე საერთაშორისო ბაზრების აღდგენა შედარებით ნაკლებად აისახა, პორტფელში აქციების დაბალი წილის შედეგად.
აგვისტოში დაფიქსირებული 0.40%-იანი თვიური ინფლაციის ფონზე, სამივე პორტფელმა დადებითი რეალური თვიური შემოსავალი დააფიქსირა. დინამიკური პორტფელის რეალურმა შემოსავალმა 1.55% შეადგინა, დაბალანსებულის და კონსერვატიულის კი 1.16% და 0.77%, შესაბამისად.
სამივე პორტფელი წლის დასაწყისიდანაც მაღალ მოგებიანობას ინარჩუნებს, სადაც კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს:
დინამიკური – 9.55% (რეალური მომგებიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 5.06%)
დაბალანსებული – 8.87% (რეალური: 4.40%)
კონსერვატიული – 8.06% (რეალური: 3.62%)
აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები, 10.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ინტერაქტიულ ანგარიშებს.
1789045028
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს...
1789043174
ახალი ამბებილევან კოჭლოშვილი: კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ, როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა
„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ოპოზიციისა და კონკრეტული პირების მისამართით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ისტორიული ფიგურების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მანი...
1789042645
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის
„კოსმოსთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია როგორც ევროპული, ისე, ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისთვის, და ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმ...
1789040370
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ძალიან არაჯანსაღი კამპანია არის დაწყებული და ბატონ ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა, როდესაც იგი თავისი ყოფილი გუნდის მიმართ ასეთი მეთოდებით „იბრძოდა“
„ძალიან არაჯანსაღი კამპანია არის დაწყებული და ბატონ ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა, როდესაც იგი თავისი ყოფილი გუნდის მიმართ ასეთი მეთოდებით „იბრძოდა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავ...
1789039968
ახალი ამბებიირაკლი კობახიძემ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა 3 დეკლარაცია კო...





























