მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის
„კოსმოსთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია როგორც ევროპული, ისე, ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისთვის, და ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში, საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებისა და პლატფორმების განვითარება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის.
„დღეს ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით თანამშრომლობის ფორმატები და თანამშრომლობის პლატფორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ აქვთ ის შესაძლებლობები, რაც აქვთ დიდ ქვეყნებს კოსმოსთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რაც დღესაც იყო გაჟღერებული, რომ თანაბრად იყოს განაწილებული უფლებები და ეს ეკუთვნის ყველა სახელმწიფოს და არ არის ერთი ან ორი სახელმწიფოს საკუთრება ის, რაც ხდება დღეს კოსმოსში და რაც ასე მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას კოსმოსის საკითხებზე მიმდინარე საერთაშორისო დისკუსიებში და აღნიშნა, რომ საქართველო მიწვეულია პლატფორმაზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ დისკუსიების ნაწილი. საქართველო არის მოწვეული იმ პლატფორმაზე, რომელსაც დღეს ქმნის საფრანგეთის პრეზიდენტი - საფრანგეთის ინიციატივით ხდება ამ პლატფორმის შექმნა და მნიშვნელოვანია ის განხილვები, რაც მოჰყვება ამ ღონისძიებას. დღეს აქ სამი დეკლარაცია იქნება მიღებული, სამივე დეკლარაციას საქართველო შეუერთდება და ეს არის ერთგვარი საწყისი კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობის გლობალურ დონეზე, რომლის მონაწილეც არის ევროკავშირი,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
1789036060
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიცია ასეთ გამარგინალებულ მდგომარეობაში არ მახსოვს, საკუთარ თავს ეს თავადვე დამართეს, ვინაიდან გარე ძალებისთვის მსახური, შეკვეთილზე ცეკვა ჩვენს მოქალაქეებს ყელში ამოუვიდათ
ოპოზიციაში უბედურ დღეში არიან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოპოზიცია ასეთ გამარგინალებულ მდგომარეობაში არ მახსოვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა....
1789034500
ახალი ამბებიპრემიერი: შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით
ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარიზში განუცხადა. მთავრობის მ...
1789032300
ახალი ამბებილევან მახაშვილი: პირადი დაპირისპირებებისა და შურისძიებების ფონზე, კიდევ ერთხელ იკვეთება ოპოზიციის მთავარი ღირებულებები, რომელიც იზომება ვალუტაში, ფულში, პიროვნულ სარგებელში
„ოპოზიციის სახე და ღირებულებები ნანახი გვაქვს, მათ შორის მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გვახსოვს, სადამდეც მიიყვანეს ქვეყანა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდო...
1789029065
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის
სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ...
1789029023
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: ტრაგიკული მდგომარეობაა... ეს ყველაფერი არის თავს მოხვეული, ე.წ. Deep State-ის მხრიდან იმისათვის, რომ ევროკავშირი ხელოვნურად დაასუსტონ
აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკა და მასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვა - თბილისში კვლავ შეფასებების თემაა მარტა კოსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებ...































