მაია ბითაძე: უკანასკნელ პერიოდში ზოგი სუბიექტი ეუთოს გამოყენებას საქართველოსთან მიმართებით ვიწროპოლიტიკური მიზნებით ცდილობს
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სტამბოლში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში ზოგი სუბიექტი ეუთოს გამოყენებას საქართველოსთან მიმართებით ვიწროპოლიტიკური მიზნებით ცდილობს.
„უკანასკნელ პერიოდში ზოგი სუბიექტი ეუთოს გამოყენებას საქართველოსთან მიმართებით ვიწროპოლიტიკური მიზნებით ცდილობს. ასეთი ჩარევა ძირს უთხრის ნდობას, აძლიერებს პოლარიზაციას და ასუსტებს ჩვენს ორგანიზაციას იმ დროს, როცა რეგიონი ომებს, დეზინფორმაციას, კლიმატის ცვლილებებსა და რესურსების დეფიციტს უპირისპირდება“, - აღნიშნა ბითაძემ.
ბითაძის განცხადებით, რომელიც აგრეთვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრია, მხოლოდ ავტორიტეტულ და მიუკერძოებელ ეუთოს შეუძლია შეინარჩუნოს სტაბილურობა.
„მხოლოდ ავტორიტეტულ და მიუკერძოებელ ეუთოს შეუძლია შეინარჩუნოს სტაბილურობა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ მდგრადობას და იყოს ნამდვილი დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმა. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველო მასზე დიდი ფასეულობების მატარებელია: თავისუფლების, სუვერენიტეტის, მშვიდობისა და დაკავშირებადობის. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო მზადაა გააძლიეროს საიმედო პარტნიორისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცენტრის საკუთარი როლი, ხელი შეუწყოს რა, უსაფრთხო ვაჭრობას, მიწოდების მდგრად ჯაჭვებსა და საყოველთაო კეთილდღეობას სულ უფრო და უფრო რთულ მსოფლიოში“, - დასძინა ქართველმა დეპუტატმა.
1763448317
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა
ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა....
1763446773
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრ...
1763446458
ახალი ამბებითბილისში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წე...
1763445665
ახალი ამბებინინო წილოსანი ევროკომისიის განახლებულ ანგარიშზე: დადასტურდა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს ეკონომიკური განვითარებით და ზრდით უკრაინასაც და მოლდოვასაც
დადასტურდა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს ეკონომიკური განვითარებით და ზრდით უკრაინასაც და მოლდოვასაც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. დეპუტატი ამ კომენ...
1763443910
ახალი ამბებილევან მახაშვილი ევროკომისიის განახლებულ ანგარიშზე: ეს აჩვენებს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თავად ბრიუსელსაც კი უჭირს ხოლმე ამ სტატისტიკის დაფარვა
„ეს აჩვენებს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ის...































