ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება

„ევროკომისიამ 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდე გაზარდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აღემატება მის მიერ გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს. ამასთან, აღნიშნული ზრდის მაჩვენებელი სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

ევროკომისია ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქვეყნებს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება. ასევე ვახტანგ ცინცაძემ აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ 2025 წლისთვის ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1.4%-ია, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 7.3%-ს შეადგენს.

მისი თქმით, ეს ტენდენცია მომდევნო წლებში გაგრძელდება და 2025-2027 წლებში საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, 5.9%-ით, კანდიდატი ქვეყნების 3.4 პროცენტით, ხოლო ევროკავშირის ეკონომიკა 1.4%-ით გაიზრდება.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და რომლის საბოლოო მიზანი საქართველოს თითოეული მოქალაქის შემოსავლების ზრდაა“,- განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763446773

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრ...

 უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

1763446458

ახალი ამბები

თბილისში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წე...

შსს

1763445665

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ევროკომისიის განახლებულ ანგარიშზე: დადასტურდა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს ეკონომიკური განვითარებით და ზრდით უკრაინასაც და მოლდოვასაც

დადასტურდა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს ეკონომიკური განვითარებით და ზრდით უკრაინასაც და მოლდოვასაც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. დეპუტატი ამ კომენ...

ნინო წილოსანი

1763443910

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ევროკომისიის განახლებულ ანგარიშზე: ეს აჩვენებს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თავად ბრიუსელსაც კი უჭირს ხოლმე ამ სტატისტიკის დაფარვა

„ეს აჩვენებს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ის...

ლევან მახაშვილი

1763441993

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით ძალიან წარმატებული იყო, უკვე ვიხილეთ ვიზიტის ხელშესახები შედეგი - ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელძღვანელობით ძალიან წარმატებ...

მარიამ ქვრივიშვილი