თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და თსსუს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

„საუნივერსიტეტო კლინიკის მულტიფუნქციური სივრცე - სტაციონარი, სხვადასხვა განყოფილება, თერაპიული, სარეაბილიტაციო თუ სასწავლო ნაწილი - ერთიანობაში შესაძლებლობას იძლევა, რომ პაციენტებს სრულყოფილი მკურნალობა გაეწიოთ. აქ ერთ სივრცეში გაერთიანდება განათლება, კვლევა და კლინიკური პრაქტიკა, რაც თანამედროვე საუნივერსიტეტო მედიცინის განვითარების მთავარ წინაპირობას ქმნის.

მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში საქმიანობას განახორციელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების აკადემიური პერსონალი. სწორედ მათი პროფესიონალიზმის, მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის, ეთიკისა და საუნივერსიტეტო სივრცეში მიღებული გამოცდილების შედეგად, კლინიკის ბაზაზე მომზადდებიან კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა სპეციალისტები.

მჯერა, ეს პროექტი მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს და გამორჩეულ წვლილს შეიტანს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მენტალური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, თსსუის ადმინისტრაციის წევრები, საუნივერსიტეტო და პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელები.

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ვაშლიჯვარში, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, აერთიანებს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფილის 100-ზე მეტ სპეციალისტს, რაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ კომპლექსურ მომსახურებას.

საუნივერსიტეტო კლინიკის ძირითადი სტაციონარი გათვლილია 103 საწოლზე, სხვადასხვა სტაციონარული განყოფილებით. ესენია: მწვავე ფსიქიატრიული სტაციონარი, დუალური ნოზოლოგიის, ნარკოლოგიური დეტოქსიკაციისა და სარეაბილიტაციო განყოფილებები.

ახალი საუნივერსიტეტო კლინიკა თსსუის საგანმანათლებლო და კლინიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალი სივრცე პაციენტებს მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და სამკურნალო მომსახურებას სთავაზობს. პაციენტებისთვის მენტალური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებასთან ერთად, ახალი კლინიკა წარმოადგენს სასწავლო და პრაქტიკულ ბაზას თსსუის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.

პირველ ეტაპზე თსსუის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს. პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი.

საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურული პროექტისა და აღჭურვის ღირებულება ჯამში 20 მილიონზე მეტია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774873242

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Moody's ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც, საგარეო შოკების მიუხედავად, ძლიერი რჩება

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ. ვახტანგ ცი...

ვახტანგ ცინცაძე

1774871434

საზოგადოება

ეკა სეფაშვილი „ჯი-ემ ფარმას“ დირექტორს: მე არ ვამბობ, რომ ბაზარი მედიკამენტის გარეშე უნდა დარჩეს, ვცდილობ, დავადგინო რომელი პრეპარატის მიმართ შეიძლება, გქონდეთ მონოპოლისტური მდგომარეობა

მსურს გავიგო რომელიმე დასახელების პრეპარატზე ფლობთ თუ არა მონოპოლისტურ მდგომარეობას, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლ...

ეკა სეფაშვილი

1774870971

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა

დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო და ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშა არის, არამედ მსოფლიოშიც ვხედავთ, რომ გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღ...

მარიამ ლაშხი

1774870939

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს და სამ...

პრემიერ-მინისტრი

1774869341

საზოგადოება

„ბიოფარმის“ წარმომადგენელი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია საკუთარი რესურსებით განვახორციელეთ „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად

ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურენციას ვუწევთ ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვაქვს „GMP“ სერტიფიკატი, მაინც ვინარჩუნებთ...

„ბიოფარმის“ წარმომადგენელი