ეკა სეფაშვილი „ჯი-ემ ფარმას“ დირექტორს: მე არ ვამბობ, რომ ბაზარი მედიკამენტის გარეშე უნდა დარჩეს, ვცდილობ, დავადგინო რომელი პრეპარატის მიმართ შეიძლება, გქონდეთ მონოპოლისტური მდგომარეობა

მსურს გავიგო რომელიმე დასახელების პრეპარატზე ფლობთ თუ არა მონოპოლისტურ მდგომარეობას, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე, მას შემდეგ რაც „ჯი-ემ ფარმას” დირექტორის გოჩა გოგილაშვილის მისამართით მის მიერ დასმულ კითხვაზე ვერ მიიღო შესაბამისი პასუხი.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ კომპანიის დირექტორი მანიპულაციურ პასუხებს სცემს კითხვებს, რომლებიც ბაზარზე „ჯი-ემ ფარმას“ მონოპოლისტურ მდგომარეობას ეხება.

„მაინტერესებს, „ჯი-ემ ფარმას” მიერ წარმოებული მედიკამენტებიდან, ერთი კონკრეტული დასახელების მედიკამენტით ბაზარზე რა წილს ფლობთ და როგორია საშუალო მაჩვენებელი. გასაგებია, რომ მთლიანად ფარმაცევტულ ბაზარზე შეიძლება 6-7% ფლობთ, მაგრამ შესაძლებელია, რომელიმე ერთი კონკრეტული მედიკამენტის შემთხვევაში, თქვენი წილი შეიძლება, 60-80% იყოს. იმ 40 დასახელების მედიკამენტიდან, რომელსაც აწარმოებთ თქვენი წილი ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენია? ამ კითხვას შემთხვევით არ ვსვამ. მსურს გავიგო რომელიმე დასახელების პრეპარატზე ფლობთ თუ არა მონოპოლისტურ მდგომარეობას. თქვენ კი საუბრობთ ზოგადად და მანიპულირებთ ციფრებით.

გასაგებია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე 6-7%-ია თქვენი კომპანიის წილი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პრეპარატის წარმოებაში, ან დისტრიბუციაში მონოპოლისტური მდგომარეობა არ გიკავიათ. უბრალოდ ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე თქვენ პასუხი არ გაქვთ და რასაც ამბობთ, ეს უკვე მანიპულაციური პასუხია. მე არ ვამბობ, რომ ბაზარი მედიკამენტის გარეშე უნდა დარჩეს, ვცდილობ, დავადგინო სად, რომელი პრეპარატის მიხედვით შეიძლება, გქონდეთ უპირატესი მდგომარეობა.

ზოგადად მონოპოლისტური მდგომარეობა აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ისეთ ფასს დააწესებთ, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები არ არის, თქვენ კი რატომღაც ამ მიმართულებით მიგყავთ საუბარი და ეს ჩემთვის ცოტა არ იყოს უცნაურია.

სახელმწიფოს მიდგომა, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე [და 7 ათასი დასახელების მედიკამენტია ასეთი] გარკვეული რეგულაციების შემოღება კარგია და შეიძლება ვიფიქროთ ამ მიმართულების გავრცელებასა და გაფართოებაზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774872371

ახალი ამბები

თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონი...

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა

1774870971

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა

დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო და ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშა არის, არამედ მსოფლიოშიც ვხედავთ, რომ გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღ...

მარიამ ლაშხი

1774870939

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს და სამ...

პრემიერ-მინისტრი

1774869341

საზოგადოება

„ბიოფარმის“ წარმომადგენელი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია საკუთარი რესურსებით განვახორციელეთ „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად

ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურენციას ვუწევთ ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვაქვს „GMP“ სერტიფიკატი, მაინც ვინარჩუნებთ...

„ბიოფარმის“ წარმომადგენელი

1774868566

საზოგადოება

ილია ინჯია „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს: ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება, ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით?

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურა განიხილება,...

ილია ინჯია