მარიამ ლაშხი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა
დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო და ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშა არის, არამედ მსოფლიოშიც ვხედავთ, რომ გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა გარკვეულ პირობებში აქციეს პოლიტიკურ სარბიელად, - აღნიშნა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
მისი თქმით, „როდესაც პოლიტიკურ სარბიელად აქცევ სცენას, ეს მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა“.
„გემოვნების ჩამოყალიბების როლში ქართულ თეატრს დიდი როლი აქვს შეტანილი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ესთეტიკა, რაც ახასიათებს ხელოვნებას, დავიცვათ და არ იყოს სცენა და თუნდაც, სატელევიზიო პროდუქტი ინსტრუმენტად ქცეული და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით გათვალისწინება მოხდება.“- აღნიშნა ლაშხმა.
მარიამ ლაშხი მიიჩნევს, რომ გარკვეული პროფესია, მათ შორის, მსახიობობა არ უნდა იყოს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი და საჩვენებლად გაიხსენა რომან პოლანსკის საქმე, როდესაც ის დააკავეს, მისი დიდი ღვაწლის მიუხედავად.
ამით დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და არცერთი პროფესია არ წარმოადგენს „ინდულგენციას“ კანონის დარღვევისთვის
„სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი, რომ ოპოზიციის მხრიდან იქნებოდა ეს თემატიკა წამოჭრილი, თუმცა, ვიცით, რომ საზოგადოებაში არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსახიობობა თუ ნებისმიერი პროფესია გარკვეული ინდულგენციაა. ახსენეთ, რომან პოლანსკი- ფრანგული კულტურის სახე, რომელსაც ოსკარის ლაურეატობასთან ერთად უდიდესი როლი და წვლილი აქვს შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის დატოვებაში, მათ შორის. თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლებისთვის და ზოგადად, კანონისთვის ეს არ ყოფილა რაიმე ტიპის ინდულგენცია და ჩვენ გვახსოვს, რომ პარიზში მისი დაკავება მოხდა არა იმიტომ, რომ შემოქმედებით ნაწილში ცენზურა დაუწესეს, არამედ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ჰქონდა მას დარღვეული. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზღვარი სამართლებრივ ნორმასა და შემოქმედებით ნაწილში ღირსეულად იყოს დაცული“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
1774872371
ახალი ამბებითბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონი...
1774871434
საზოგადოებაეკა სეფაშვილი „ჯი-ემ ფარმას“ დირექტორს: მე არ ვამბობ, რომ ბაზარი მედიკამენტის გარეშე უნდა დარჩეს, ვცდილობ, დავადგინო რომელი პრეპარატის მიმართ შეიძლება, გქონდეთ მონოპოლისტური მდგომარეობა
მსურს გავიგო რომელიმე დასახელების პრეპარატზე ფლობთ თუ არა მონოპოლისტურ მდგომარეობას, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლ...
1774870939
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს და სამ...
1774869341
საზოგადოება„ბიოფარმის“ წარმომადგენელი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია საკუთარი რესურსებით განვახორციელეთ „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად
ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურენციას ვუწევთ ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვაქვს „GMP“ სერტიფიკატი, მაინც ვინარჩუნებთ...
1774868566
საზოგადოებაილია ინჯია „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს: ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება, ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით?
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურა განიხილება,...


























