პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. აღინიშნა, რომ საქართველო-თურქმენეთის თანამშრომლობა თვისებრივად ახალ დონეზეა აყვანილი და მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.
ისაუბრეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობას.
განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა თურქმენეთის ძალისხმევას ცენტრალურ აზიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით. ხაზგასმით აღინიშნა, მსგავსი პოლიტიკის გატარების აუცილებლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის.
1774871434
საზოგადოებაეკა სეფაშვილი „ჯი-ემ ფარმას“ დირექტორს: მე არ ვამბობ, რომ ბაზარი მედიკამენტის გარეშე უნდა დარჩეს, ვცდილობ, დავადგინო რომელი პრეპარატის მიმართ შეიძლება, გქონდეთ მონოპოლისტური მდგომარეობა
მსურს გავიგო რომელიმე დასახელების პრეპარატზე ფლობთ თუ არა მონოპოლისტურ მდგომარეობას, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლ...
1774870971
საზოგადოებამარიამ ლაშხი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა
დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო და ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშა არის, არამედ მსოფლიოშიც ვხედავთ, რომ გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღ...
1774869341
საზოგადოება„ბიოფარმის“ წარმომადგენელი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია საკუთარი რესურსებით განვახორციელეთ „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად
ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურენციას ვუწევთ ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვაქვს „GMP“ სერტიფიკატი, მაინც ვინარჩუნებთ...
1774868566
საზოგადოებაილია ინჯია „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს: ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება, ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით?
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურა განიხილება,...
1774867774
საზოგადოებასემეკმა დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის ახალი ტარიფი დაადგინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი დაადგინა. გადაწყვეტილება კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. კერ...


























