მაკა ბოჭორიშვილი ავი დიჩტერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრთან, ავი დიჩტერთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის ისტორიულ მეგობრობას, საქართველო-ისრაელის კარგ პარტნიორობას და დღეს არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს.
მინისტრებმა დაადასტურეს თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა, განსაკუთრებით: ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი აქტუალურ გამოწვევაზე და ამ კუთხით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.
საუბარი, ასევე, შეეხო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე. აღინიშნა მდგრადი განვითარებისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობის მნიშვნელობა.
მინისტრებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს დიპლომატიურ ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის.
1757951856
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას
ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ...
1757950876
ახალი ამბებიპრემიერი: კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და პირდაპირ არიან იმ პროცესებში ჩართულები, რომლებიც იწვევს კონკრეტული ად...
1757950440
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: შევხვდით კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯთეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება
შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხა...
1757949083
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: კანონმდებლობა უკვე ამუშავდა და შევეცდებით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ შავი ფულის მოძრაობა, რომლითაც ფინანსდება ესა თუ ის პოლიტიკური აქცია
კანონმდებლობა უკვე ამუშავდა და შევცდებით რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ შავი ფულის მოძრაობა, რომლითაც ფინანსდება ესა თუ ის პოლიტიკური აქცია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლ...
1757948188
ახალი ამბებიაგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2025 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.7%-ით (31.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. წლის დ...