ნინო წილოსანი: გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია ბიტკოინების მითვისების საქმეში და ამის პარალელურად ის და მისი ოჯახი ძალისხმევას არ აკლებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედია საშუალებების მეშვეობით

„გიორგი ბაჩიაშვილი ორი სასამართლო ინსტანციის მხრიდან არის ბრალდებული და დამნაშავე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისების საქმეში. ამის პარალელურად გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ოჯახი ძალისხმევას არ აკლებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედია საშუალებების მეშვეობით“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, სადაც ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე უცხოელი ჟურნალისტების ჩართულობაზე საუბრობს.

წილოსანის განცხადებით, აქამდეც არა ერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც უცხოური მედია საშუალებები მიკერძოებულად და პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებით მოქმედებენ.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც, ადვოკატის განცხადებაში ნახსენები უცხოელი ჟურნალისტები „მიზანმიმართულად ახდენენ ბიძინა ივანიშვილის სახელის დისკრედიტაციას საერთაშორისო დონეზე“.

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ საკმაოდ ცნობილი მედია საშუალების წარმომადგენელი უკავშირდება ადვოკატს და არარეალურ, არაგონივრულ და შემჭიდროვებულ ვადებში ითხოვს პასუხს ისეთ აბსურდულ ბრალდებებზე, როგორიც არის თითქოს დადასტურებულად ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ბრალი ადამიანის უფლებების გაუარესების საქმეში და ა.შ.

რა თქმა უნდა, ჩვენ არა ერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც უცხოური მედია საშუალებები მიკერძოებულად და კონკრეტული პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებით მოქმედებენ. ამ შემთხვევაში, აღნიშნული წარმომადგენლები მიზანმიმართულად ახდენენ ბიძინა ივანიშვილის სახელის დისკრედიტაციას საერთაშორისო დონეზე და აქ, რა თქმა უნდა, ნათლად იკვეთება ბაჩიაშვილის და მისი ოჯახის კვალი.

იმ პირობებში, როდესაც ეს ადამიანი დამნაშავეა თავისთავად ერთი მხრივ მედია სივრცეში არასწორი ინფორმაციის გაშვებით არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის, თბილისში მიმდინარე რადიკალურ, ექსტრემისტულ აქციებსაც აფინანსებდა. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ამხელა დანაშაულში არის დამნაშავე, ამის შემდეგ, ალბათ ერთადერთი დარჩენია, რომ საკუთარი თავის სამართლებლად ასეთი უღირსი საქციელი განახორციელოს“-განაცხადა ნინო წილოსანმა.     

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757951856

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას

ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ...

ირაკლი კობახიძე

1757950876

ახალი ამბები

პრემიერი: კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით

კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და პირდაპირ არიან იმ პროცესებში ჩართულები, რომლებიც იწვევს კონკრეტული ად...

პრემიერი, კობახიძე

1757950440

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: შევხვდით კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯთეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება

შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხა...

ირაკლი კობახიძე

1757949083

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: კანონმდებლობა უკვე ამუშავდა და შევეცდებით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ შავი ფულის მოძრაობა, რომლითაც ფინანსდება ესა თუ ის პოლიტიკური აქცია

კანონმდებლობა უკვე ამუშავდა და შევცდებით რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ შავი ფულის მოძრაობა, რომლითაც ფინანსდება ესა თუ ის პოლიტიკური აქცია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლ...

თენგიზ შარმანაშვილი

1757948188

ახალი ამბები

აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.7%-ით (31.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. წლის დ...

ემიგრაცია