თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, ის მიდგომა, თითქოს გადაწყვეტილება პარტიების რაოდენობაზე უნდა იყოს დამოკიდებული, საფუძველმოკლებულია.

მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე ასეული პარტიაა რეგისტრირებული, თუმცა სარჩელში კონკრეტული სუბიექტების შერჩევა საფრთხის ინტენსივობით განისაზღვრა.

„მე არ მგონია, რომ სწორედ რაოდენობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს სტანდარტის, მაღალ თუ დაბალ დონეზე დადგენასთან დაკავშირებით აპელირება. თუ რაოდენობას ფორმალისტურად მივუდგებით, რამდენიმე ასეული პარტია არის რეგისტრირებული, რამდენადაც მახსოვს, 300-ს უთანაბრდება. საუბრობდნენ კიდეც კოლეგები იმის შესახებ, კონკრეტულად რა კრიტერიუმით მოხდა ამ პარტიებზე შესაბამისი სწორების აღება და არა იმ პარტიებზე, რომლებიც სარჩელში არ გახლავან მოხსენიებულნი. აქ ჩვენ, რასაკვირველია, გამოვდივართ იმ სტანდარტიდან, რომელიც გულისხმობს, რამდენად მაღალია რისკები, ინტენსივობა და საფრთხე შესაბამისი ცალკე აღებული პარტიის მხრიდან კონსტიტუციური წესრიგისათვის დამატებითი გამოწვევების შექმნაზე, ეს რბილად რომ ვთქვათ, ისე კი კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის თვალსაზრისით, ხომ? იმიტომ, რომ არის ეგრეთ წოდებული, ერთკაციანი თუ შედარებით მცირე პარტიები, რომლებიც შეიძლება დღეს, ამ თვალსაზრისით, საფრთხეს არ წარმოადგენდნენ და ესეც ჩვენი მხრიდან ღია პოზიციაა, ანუ ვინ, რატომ და რა კრიტერიუმით არის სარჩელში მოხსენიებული, როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი შესაბამისი პოლიტიკური ძალა. რომ დავუბრუნდეთ სტანდარტთან დაკავშირებით მსჯელობას, ჩვენ გუშინაც გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური წყობილების კონტექსტში რას ვგულისხმობთ და, როგორც განიმარტა, აქ არის ნაგულისხმები დემოკრატიის პრინციპი, სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, მათ შორის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კომპონენტი ამავე პრინციპის ქუდქვეშ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ადამიანის ძირითადი უფლებები, როგორც უზენაესი ღირებულება და როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი და ა. შ. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ ეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი სიკეთეები, ეს პრინციპები და ამდენად კონსტიტუციური წესრიგი იყოს დაცული. თუ ჩვენ ვხედავთ, და ვხედავთ ამ შემთხვევაში, რომ მომდინარე საფრთხე, შესაბამისი რისკები არის სათანადოდ ინტენსიური, მაღალი და ამას ადასტურებს თუნდაც მიმდინარე განხილვა, როდესაც, ერთი მხრივ, გვაქვს ჯაჭვი მოვლენებისა და ვსაუბრობდით დღეს იმის შესახებ, რომ ინტენსივობამ არათუ იკლო, არამედ მზარდია, და, მეორე მხრივ, გვაქვს არგამიჯვნის არაერთი მაგალითი და დასტური, თავისთავად უკვე ცხადია, რომ სტანდარტს ქმნის ეს მოცემულობა და სწორედ ეს უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან შეფასებული, როდესაც, მათ შორის, თანაზომიერებაზეა ლაპარაკი. რომელი უფრო კონსტიტუციურ-სამართლებრივად მნიშვნელოვანი თუ დაცვის ღირსი სიკეთეა, როცა ერთ მხარეს დგას კონსტიტუციური წესრიგი, დემოკრატიული წესწყობილება, ფუნდამენტი სახელმწიფოებრიობისა, კონსტიტუციური წესრიგისა და მეორე მხარეს დგას ცალკე აღებული ერთი უფლება. ჩვენი თვალთახედვით, ერთმნიშვნელოვნად სასწორის პინა უნდა გადაიხაროს პრინციპების, კონსტიტუციური წესრიგის დაცვის კუთხით და დაცვის მიზნით“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794403572

საზოგადოება

პაატა კვიჟინაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება

სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე გან...

პაატა კვიჟინაძე

1794403210

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 2028 წელს ჩვენ კვლავ მოვახერხებთ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზებას, აგენტურული ოპოზიცია ჯერ დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვნახოთ, რომელი დარჩება პოლიტიკურ ველზე

აგენტურული ოპოზიცია ყველა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, თუ რომელიმე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ შემდეგ აცხადებენ რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური, ამას ვუყურებთ უკვე 14 წელია, - ამის შესახებ ფრაქცი...

ლევან მაჭავარიანი

1794402657

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: 1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება

„ოკუპანტმა ქვეყანამ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა 1633 რეზოლუცია, რომელსაც რუსეთის ფედერაციამ მხარი არ დაუჭირა სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, მათ შორის, ამ რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქ...

არჩილ გორდულაძე

1794402487

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5936 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი

1794401185

ახალი ამბები

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან...

პროკურატურა