"ცდილობენ გამოცდების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას" - გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთი დავალების შესახებ.
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დავალებაში მოცემული იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები „ამაყი“, რომელიც ეხება თავისუფლებისათვის ბრძოლის თემას.
ამ ტექსტს მოჰყვებოდა 10 კითხვა არჩევითი პასუხებით.
ამის შემდეგ მოცემული იყო მითითება ტექსტის ანალიზისთვის, რასაც ასეთი შინაარსი ჰქონდა: აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული.
სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალებისგან აღნიშნულ საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
ვინაიდან, დღეს დაიწყო გამოცდები და რეგისტრირებულია 90 000-ზე მეტი გამოსაცდელი, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია საკითხის პოლიტიზება, რადგან მსგავსი ტიპის ინფორმაციებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აპლიკანტებზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცდილობენ გამოცდების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
თითოეული ჩვენგანის მიზანია მივცეთ აბიტურიენტებს ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა.
აქედან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთხოვთ ტესტის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოთ მისი შეფასებებისგან.
მანამდე კი დაინტერესებულ საზოგადოებას თავად შეუძლია გაეცნოს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს", - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 4 ივლისს დაიწყო და 22 ივლისამდე გაგრძელდება.
ამავე თემაზე:
* ეროვნულებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 95% გამოცხადდა - გამოცდების დღე მე-2
1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































