ცესკოში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დასრულდა.

კანდიდატების შერჩევის პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა. 254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 119-მა კონკურსანტმა, მათგან 51- მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე.

კონკურსანტებთან გასაუბრება დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ. ასევე, ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა ლაივ რეჟიმში ენახა იმ კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესი, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ლაივში ჩართვაზე.

რაც შეეხება კონკურსს - 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 5 აგვისტოს გამოაცხადა.

თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო. 254 კონკურსანტიდან ბოლო სამ საერთო არჩევნებზე და ასევე, 2022 და 2023 წლების შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება აქვს 183 კონკურსანტს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება - 27 კონკურსანტს.

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობა მიღებული აქვს 178 კონკურსანტს.

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს ცესკო სხდომაზე ხვალ, 9 აგვისტოს აირჩევს, რის შემდეგაც არჩეულ პირთა შესახებ ინფორმაცია განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786616050

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი – შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს, ეს არის ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა

„ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდ...

დავით მათიკაშვილი

1786615262

სპორტი

2 საათი დოპინგზე იყო შესული - რა მოხდა სუპერთასის მატჩის შემდეგ?

უეფას სუპერთასის მატჩი „პსჟ-სა“ და „ასტონ ვილას“ შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და პარიზელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ფრანგული გუნდის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხე...

ხვიჩა კვარაცხელა

1786612843

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამბიციური პროექტის განხორციელება პრაქტიკულ ფაზაში გადადის - ეს არის ჩვენი უსამშობლო მავნებლებისთვის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის გარშემო, ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ...

დავით ქართველიშვილი

1786611342

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „სუხიშვილებზე“: როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!

„სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდ...

ლევან მაჭავარიანი

1786609510

ახალი ამბები

იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს

უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხ...

რატი იონათამიშვილი