ტყეში მეზობლის სასიკვდილოდ დაჭრის ბრალდებით, რაჭაში 35 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1960 წელს დაბადებულ ო.გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ს. რაჭაში, სოფელ ჭრებალოში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს," - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"როდესაც ხუთი მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო…" - გია ხუხაშვილი

🔵ინტენსიური თოვა, ნისლი და შეზღუდული ხილვადობა - საქართველოს გზებზე შეზღუდვებია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790358095

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო...

მაკა ბოჭორიშვილი

1790356939

მსოფლიო

რომის პაპი: ხელისუფლებაში მყოფი პირები კანონებს სათავისოდ იყენებენ, როცა მათ ინტერესებს ემსახურება და უგულებელყოფენ, როცა მათ ზღუდავს, გაერო ეფექტურობის კრიზისს განიცდის

„არსებობს საფრთხე, რომ გაერო „ფარსად“ გადაიქცეს“, – ამის შესახებ კათოლიკური სამყაროს ლიდერმა, რომის პაპმა ლეო XIV-მ, საფრანგეთში ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია...

რომის პაპჯ

1790354520

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ასეთი უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე გარეწრები არიან, თავიანთი მედია-რესურსებიანად, რომ არ აგვეკრძალა ფრენები, რატომ არ აკრძალეთო, ახლა კიდევ, ირანელი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსების მუქარებს ავრცელებენ სპეციალურად

გიორგი გამსახურდია, „ნეტგაზეთის“ მიერ ირანის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამეიენის მრჩევლის მუქარის გავრცელებას, სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ოპოზიცია საკუთარი მედია-რესურსით უსამშობლო და ქვეყნის...

გიორგი გამსახურდია

1790351554

ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან კაცი ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.  გავრცელებული ცნობით, შემთხვევა სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტა...

ყვითელი ლენტი

1790349792

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტ...

პროკურატურა