ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში აშშ-თან ურთიერთობის სწორი მიმართულების მიყვანას შევძლებთ იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რაც სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენაა
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მრავლისმთქმელი განცხადება გაკეთდა. ეს ახალი არ ყოფილა, რადგან ამ დეტალებზე საუბარი გვქონდა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-თან ურთიერთობის აღდგენის პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, რაც შეხვედრებიდანაც მკაფიოდ გამოიკვეთა.
„შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენს კოლეგებთან ერთად შევხვედროდით, თითოეული დეტალი გაგვევლო და გასული თვეების განმავლობაში ამ ურთიერთობის ერთგვარი პროგრესი დაგვენახა. ასევე, გვესაუბრა იმაზე, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეთ. პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, ეს ამ შეხვედრებიდანაც მკაფიოდ გამოიკვეთა. ეს იქნება პოლიტიკური მიმართულებები, ეკონომიკა, უსაფრთხოება, განათლება თუ სხვა სექტორები.
იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ სწორი მიმართულების მიყვანას შევძლებთ იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რაც სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენაა. პრაქტიკულად, ეს ურთიერთობები დღეს აღდგენილია, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, სრულიად ახალი, რეალური დღის წესრიგის საფუძველზე. ამ ვიზიტმა და შეხვედრებმა კიდევ ერთხელ გამიმყარა იმედი, რომ ჩვენ ამ პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას შევძლებთ“, - აღნიშნა მახაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიმართ სწორი გზავნილია გაკეთდა.
„რამდენადაც ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც ამაზე ძალიან ღრმად და დიდი ხანი ისაუბრეს. ამიტომ საინტერესოა მათი მოსაზრებები რეალურად, რა თქვეს და როგორ თქვეს. ამერიკის მხარემ თავისი შეხედულებები გაგვიზიარა და ეს სრულიად ბუნებრივია.
ყველა პატრიოტი, ჯანსაღად მოაზროვნე და მოფიქრალი პოლიტიკური ძალისთვის კონსტიტუციური წესრიგი, წესი და ჩარჩო უპირველესია. არ არის ბუნებრივი და კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალები საპარლამენტო მანდატებზე, მხარდაჭერაზე ამბობენ უარს და ცდილობენ, ეს პროცესი ქუჩაში გადაიტანონ.
ამერიკის მხარესაც აქვს ლოგიკური და ჯანსაღი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და, რამდენადაც ვიცი, ეს გზავნილები ძალიან მკაფიოდ იყო გადაცემული ოპოზიციის მიმართაც“, - დასძინა მახაშვილმა
1780400913
ახალი ამბებიპრემიერი: ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის ისტორიული პროექტი, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის შესაძლებლობების განვითარებას
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომ...
1780400015
ახალი ამბებიგავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში კაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და დაიღუპა
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში კაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დ...
1780399654
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია, არ აქვთ ხალხის ნდობა, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, დაპირისპირებები აბსოლუტურად ლოგიკურია
„ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია ყველა თვალსაზრისით, მათ არ აქვთ ხალხის ნდობა, ინსტიტუციურად აბსოლუტურად დასუსტებულები არიან, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, ეს დ...
1780399493
ახალი ამბებიპროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრ...
1780398092
ახალი ამბებიპრემიერი: აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული
აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, - განაცხადა პრემიერ-მინისტ...






























