მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების

შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 760 გრამზე მეტი „მდმა“, 762 გრამი „კლეფედრონი“ და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენი ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული საშუალებები ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ საბაჟო საზღვრების უმკაცრეს მონიტორინგს და ამ მიმართულებით კონტროლი მომავალშიც გაგრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764826346

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი შტურმის დაგმობაზე

„ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი...

შალვა პაპუაშვილი

1764825074

მსოფლიო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დააბრუნონ გატაცებული უკრაინელი ბავშვები. რეზოლუციას 91-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის, საქა...

გაეროს გენერალური ასამბლეა

1764823586

ახალი ამბები

მაჭავარიანი BBC-ის საგამოძიებო ფილმის შესახებ: როგორც კი იგრძნეს პასუხისმგებლობა იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება არის დაწყებული, ყველამ უკან დაიხია და რასაც თავდაპირველად აცხადებდნენ, ახლა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს საუბრობენ

„გულდასაწყვეტია, რომ ასეთი რეპუტაციის მქონე ტელევიზია ამას კადრულობს, ასეთი იაფფასიანი ქმედებები არავის მხრიდან აღარ არის გასაკვირი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოა...

ლევან მაჭავარიანი

1764791676

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი „ბიბისის“ ფილმზე: დღევანდელი ტექნიკა მაღალი დონისაა და მარტივია დეზინფორმაცია სწრაფად გაავრცელო, მაგრამ როდესაც საფუძველი არის უსამართლობა, მალე შეიძლება დანგრევა. პრაქტიკულად, ნგრევის პროცესშია ახლა ეს საკითხი

 დღევანდელი ტექნიკა, ზოგადად, მაღალი დონისაა და მარტივია დეზინფორმაცია სწრაფად გაავრცელო, მაგრამ როდესაც საფუძველი არის უსამართლობა, ასევე მარტივია და მალე შეიძლება ამ ყველაფრის დანგრევა, - განაცხადა...

გურამ მაჭარაშვილი

1764789385

მსოფლიო

ევროპარლამენტარი ბრონისლავ ონდრუში მოგერინზე: ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს

 ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ბრონისლავ ონდრუშმა ფედერიკა მოგერინთან და ბრიუსელში მიმდინარე გა...

ბრონისლავ ონდრუში