ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისა და ძვირადღირებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების სქემა შეიმუშავა. კერძოდ, ბრალდებულმა სხვა პირის ყალბი პასპორტი და თითქოსდა მესაკუთრის მიერ გაცემული ყალბი მინდობილობა გამოიყენა. ამ დოკუმენტების ნოტარიუსთან და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის გზით, დაზარალებულის კომპანიის 100%-იანი წილი და ორგანიზაციაზე აღრიცხული ქონება, მოტყუებით გადაიფორმა საკუთარ სახელზე.განზრახვის საბოლოოდ განსახორციელებლად, ბრალდებულმა, უკანონოდ დაუფლებული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაყიდა მესამე პირზე.

აღნიშნული ქმედებით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კომპანიასა და მის აქტივებს, რითაც დაზარალებულს 2 120 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.ვინაიდან ბრალდებულს გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მას ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790846884

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან

„აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ბერა ივანიშვილის მიერ ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდე...

ლევან მაჭავარიანი

1790846232

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია პარტია

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ჯერ კიდევ არ არიან დამარცხებულნი ის...

ექსპერტი

1790845103

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: გახარიას პარტიას 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარის ჩავარდნის შემდეგ გაუჩნდა პარლამენტში შემოსვლის სურვილი, მანამდე ბუჩქებში ისხდნენ და ელოდებოდნენ, იქნებ ეს ყველაფერი შემდგარიყო

„გახარია საქართველოსთვის“ არის პარტია, რომელსაც 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარით ჩვენი ქვეყნის ჩამონგრევის მცდელობის ჩავარდნის შემდეგ გაუჩნდა პარლამენტში შემოსვლის სურვილი, თორემ მანამდე ბუჩქებში ისხდ...

დავით მათიკაშვილი

1790844774

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა სისტემამ, აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, რათა შუა დერეფანი გახდეს კონკურენტუნარიანი, სანდო და ეფექტიანი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, მსოფლიო ბანკმა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კვლევა შეიმუშავა. მისივე თქმით, თბილისში მიმდინარე დ...

თამარ იოსელიანი

1790844047

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: 1-ელი ოქტომბერი მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით - გილოცავთ და ჯანის სიმრთელე, კარგ ადამიანს და ერისკაცს, ბიძინა ივანიშვილს

„პირველი ოქტომბრის გამარჯება, მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით. ამ გამარჯვებას ჰყავს ერთი ავტორი, სულისჩამდგმელი და მთავარი შემსრულებელი. ეს კაცია, ბიძინა ივან...

გიორგი გამსახურდია