ყველაფერი რაც მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ! - NCDC ინფორმაცის ავრცელებს
21 მაისის მდგომარეობით, იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის დადასტურებული შემთხვევები: ესპანეთი - 30, გაერთიანებულ სამეფო 20, პორტუგალია 14, იტალია - 3, ბელგია 2, საფრანგეთი - 1, გერმანია -1, შვედეთი - 1, კანადა -2, ავსტრალია - 2, აშშ -1. ამ დრომდე არ აღრიცხულა ასოცირებული გარდაცვალების შემთხვევა.
დადასტურებულ შემთხვევებზე მიმდინარეობს მიდევნება (contact tracing). შესაძლოა დაწყებულია შიდა გადაცემა (community transmission). მაღალი რისკის პოპულაციურ ჯგუფს მიეკუთვნებიან მამაკაცები, რომელთაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან. ასევე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გავრცელება მხოლოდ აღნიშნული რისკ-ჯგუფით არ შემოიფარგლება. გადაცემის სქესობრივი გზა მნიშვნელოვანია, თუმცა არა წამყვანი, წარსული ეპიდაფეთქებების გამოცდილებიდან.
მაიმუნის ყვავილი პირველად ადამიანში დადასტურებული იქნა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ვირუსი პოქსვირიდაეს ოჯახის ორთოპოქსვირუსების გვარს მიეკუთვნება. ეს არის ზოონოზური დაავადება და ადამიანზე გადაცემა უპირატესად ხდება მღრღნელებისა და პრიმატებისგან. ასევე აღწერილია ადამიანებზე მეექვსეული გადაცემა. ადამიანებს შორის ეს ინფექცია ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხების შედეგად (თეთრეული და პირადი ჰიგიენის მოხმარების ნივთები). გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია თბურად ბოლომდე დაუმუშავებელი ხორცპროდუქტების მიღებისას.
მეცნიერებს ამ პერიოდის მანძილზე შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ ვირუსის ბუნება. გამოვლენილია მაიმუნის ყვავილის ორი შტამი: დასავლეთ აფრიკული შტამი, რომელიც ასოცირებულია მსუბუქ კლინიკურ მიმდინარეობასთან და ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებშია, და კონგოს აუზის (ცენტრალური აფრიკა) შტამი, რომელსაც ახასიათებს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მაღალი უნარი, ავადობის გაზრდილი მაჩვენებელი და ლეტალობის მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებში. მაიმუნის ყვავილის ლეტალობის საშუალო მაჩვენებელი 3-6%-ია.
2021 წელს 4 კონტინენტის 15 ქვეყანაში აღრიცხული იქნა ადამიანში მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების შემთხვევები. შემთხვევების უმეტესი გამოვლენილია ამ ვირუსისთვის ენდემურ ქვეყნებში: ნიგერია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. სხვა ქვეყნებში (აშშ, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, ბენინი, სამხრეთ სუდანი, სინგაპური) აღრიცხული შემთხვევები იმპორტირებულია სხვა ლოკაციებიდან. ვინაიდან ბოლო წლებში ტყეების გაჩეხვისა და გარემოზე მიყენებული რიგი ზიანის გამო ვირუსის გავრცელების არეალი და გამოვლენის სიხშირე გაზრდილია, მაიმუნის ყვავილი ფასდება როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხე.
დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილით დაინფიცირების მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით. სიმპტომები 5 დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, შემცივნებით, ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილით, ზურგის ტკივილით, სისუსტით და ლიმფური კვანძების შეშუპებით (ლიმფადენოპათია). სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, უპირატესად კიდურებზე. დამახასიათებელია გამონაყარი ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე (შემთხვევათა 75%-ში). დამახასიათებელია სიმპტომია გამონაყარის მტკივნეულობა, თუმცა დაინფიცირებულებს ჩუტყვავილის გამონაყარისგან განსხვავებით, არ ეფხანებათ.
შემთხვევათა უმეტესობაში სიმპტომები თავისით ალაგდება 14-21 დღის მანძილზე, თუმცა შესაძლოა მიმდინარეობის გამწვავება და სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობა. გამოჯანმრთელების სტატუსის მისაღებად სხეულზე არსებული ყველა გამონაყარი უნდა ალაგდეს და განახლებული კანის საფარველით ჩანაცვლდეს. ბავშვთა ასაკში ყვავილის ვაქცინით აცრილებში ვითარდება ჯვარედინი იმუნიტეტი, რაც დაინფიცირებისას უსიმპტომო ან მსუბუქ მიმდინარეობას განაპირობებს.
დიაგნოსტირებისთვის კლინიკური გამოვლენისა და დაავადების პროგრესირების შეფასებასთან ერთად მნიშვნელოვანია პჯრ ტესტირება ვირალური დნმ-ის გამოსავლენად, კანიდან, ბუნებრივი სითხეებიდან და ბიოფსიური მასალის ნიმუშიდან. სპეციფიკური ანტიგენისა და ანტისხეულის ტესტების არ არსებობის გამო, სეროლოგიური ჯვარედინ-რეაქტიურობის გამო შესაძლო ცრუ-დადებითი პასუხის აცილების მიზნით, ისინი რეკომენდირებულები არ არიან.
ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც.
მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატებით. ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 იტალიაში კიდევ ერთი ვირუსი, ღორის ცხელება ვრცელდება
🔵 ცოლის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
1794045749
ახალი ამბებიგივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დ...
1794043370
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...
1794041433
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...
1794039575
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას
დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...
1794039239
ახალი ამბებიბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-...































