ყველგან მოსამართლე მოსამართლეა და მაინცდამაინც ქართველ მოსამართლეს უნდა ვურტყათ წიხლი? - თეა წულუკიანი
პასუხისგებაში მიცემული პირის დაკავება, დაპატიმრების საკითხი, გასამართლების საკითხი, სასჯელის შერჩევის საკითხი რამდენად არის დროული თუ უდროო, ამას წყვეტს ერთადერთი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ამას ჰქვია მოსამართლე, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომლის კომენტარსაც „პირველი არხი“ ავრცელებს.
წულუკიანმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ „ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკურად დროული“.
როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, როდის და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე, ეს არის მხოლოდ მოსამართლის საქმე.
„ალბათ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ამ ქვეყანაში მოსამართლის პატივისცემა. მოსამართლე იმიტომ არის მოსამართლე, რომ მისი გადაწყვეტილება ვიღაცას არ მოსწონდეს. სასამართლო პროცესში ყოველთვის არის ორი მხარე და არასდროს არ გამოდის ისე, რომ ორივე მხარემ მოიგოს დავა. როგორც წესი, ერთი იგებს, მეორე აგებს. როდის გამოიტანს მოსამართლე გადაწყვეტილებას და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს არის მხოლოდ მოსამართლის საქმე. ხანდახან ისე ჩანს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსამართლე მოსამართლეა და მაინცდამაინც ქართველი მოსამართლე უნდა იყოს ის, ვისაც უნდა ვურტყათ წიხლები? მე ეს ძალიან არ მომწონს, არ მომწონდა ეს, როდესაც ვიყავი იქ, სადაც ვმსახურობდი რვა წელი, და რა თქმა უნდა, არ მომწონს ეს ახლა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ პოლიციელის პატივისცემას, მივეჩვიოთ პროკურორის პატივისცემას, და რა საკვირველია, მივეჩვიოთ იმას, რომელ თანამდებობაზეც არ უნდა ვმუშაობდეთ, მოსამართლე არის თავისუფალი. მას მხოლოდ ერთი ბატონი ჰყავს, ეს არის კანონი. ამას თუ არ მივეჩვევით, ვერ ავაშენებთ იმ სახელმწიფოს, რომლის აშენებაც ჩვენ ყველას მგონი, გვინდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის შესახებ შეკითხვას უპასუხა:
„მე, როგორც პრეზიდენტმა, არ შეიძლება, ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ წარმოვთქვა, რომ პოლიტიკურად, ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, პოლიტიკურად მიმაჩნია, რომ არ იყო დროული. სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე არაფერს ვიტყვი. ვიცი, როგორც ყველამ იცის, რომ იყო სხვადასხვა ვარიანტები სასჯელის, ვიდრე ის, რაც იქნა მიღებული, მაგრამ მე ამას ვერ შევაფასებ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
🔵 სევეროდონეცკში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, ისევე როგორც ბახმუტსა და ლისიჩანსკთან -ზელენსკი
🔵 ფანჯრიდან გადავარდნილი 13 თვის ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება
1790184550
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას
„საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი, მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად გან...
1790183135
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ...
1790182026
ახალი ამბებიმარკო რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, ეს ომს არ დაასრულებს, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმების საფუძველი გახდეს
ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსე...
1790179717
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპი...
1790178569
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასა...































