ირაკლი კობახიძე: Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს ინვესტიცია აბსოლუტურად რეალურია და წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას

Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, ასევე, საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, იყო დისკუსიის შესაძლებლობა და საზოგადოებამ ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო Eagle hills-ის ინვესტიციისა და მიგრაციის თემასთან დაკავშირებით.

„ასეთ პირობებში, როდესაც უარს ამბობენ ადამიანები დებატებზე, ჩანს, რომ მათ აქვთ დისკუსიის შიში და ეს მკაფიოდ გამოჩნდა. მიგრაციის და Eagle hills-ის პროექტის თემა ძალიან აქტუალურია და ამ საკითხზე საზოგადოება ინფორმაციას მონოლოგის რეჟიმში იღებდა. როცა მონოლოგის რეჟიმში გესაუბრებიან, ბუნებრივია, სრულფასოვან ინფორმაციას ვერ იღებ. დღეს იყო დისკუსიის შესაძლებლობა და, ალბათ, საზოგადოებამ
ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო ორივე თემასთან დაკავშირებით. კარგია, რომ არსებითად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა ეს დისკუსია და დარწმუნებული ვარ, ასეთ რეჟიმში გაგრძელდება დებატები ტელეკომპანია „იმედში“.

რაც შეეხება მიგრაციას, დემოგრაფიას, ეს არის ერთ-ერთი რთული, მტკივნეული საკითხი. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებაზე და ამ კუთხით ინიციატივებიც გავაჟღერეთ. რაც შეეხება Eagle hills-ის ინვესტიციას, იყო ძალიან დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, როდესაც 8 ბინა იყიდება 257 ბინიდან არაბ მოქალაქეებზე, ჩანს, რომ თითიდან გამოწოვილი იყო ეს კამპანია. ასევე, ჩვენ გვქონდა ფინანსურ მხარეზე საუბრის შესაძლებლობა და, ალბათ, საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი