ზურაბ ქადაგიძე: „მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, ვნახეთ, რომ საფრანგეთში ეს პირდაპირ მკვლელობის მცდელობად ფასდება
„მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, უნდა შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, უკვე დანაშაულია.
„ყველაზე საშიში ტენდენცია, რასთან დაკავშირებითაც ყველაზე მეტად მაქვს პრეტენზია, თუნდაც გარკვეულ ფონდებთან, იქნება ეს NED-ი, თუ IDI-ი, რომლებიც „სირცხვილიას“ აფინანსებდნენ და „სირცხვილიას“ ორგანიზებით იყო კამპანია – „მე ვისროლე „მოლოტოვის კოქტეილი“, ეს წარმოშობს ორ პრობლემას. ერთია რომანტიზება თვითონ ფაქტის, დანაშაულის.
ვნახეთ, რომ საფრანგეთში პირდაპირ მკვლელობის მცდელობად ფასდება ეს ყველაფერი. მეორე, ეს არის პირდაპირ წაქეზება მოქალაქეების, რომ შენ შენი სუბიექტური აზრიდან გამომდინარე, შეგიძლია, პოლიციელს ესროლო და სასიკვდილოდ გაწირო. რომელიმე პოლიციელმა თუკი იძალადა, გადაამეტა, დასჯილია თუ არ არის დასჯილი და მასზე გამოძიება მიმდინარეობს, ეს არ ამართლებს, რომ ვინმე „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლოს პოლიციელს.
ეს არის პარადოქსი. ამაზე თუ ვერ ვთანხმდებით საზოგადოება, ე.ი. ძალიან დიდი პრობლემა ყოფილა. ეს არის აისბერგის წვერი, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც ფანტომურ ევრო ფონდებზე, თითქოსდა ეს ფონდები აფინანსებდნენ და აფინანსებენ რაღაც სამოქალაქო, ძალიან მსუბუქ აქტივიზმს და სინამდვილეში, აისბერგის ძირი ჩანს იქ, რომ ამ ფონდების თანხები გამოყენებული იყო კონკრეტული დანაშაულების ჩასადენად“, - აღნიშნა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, დანაშაული დანაშაულია საფრანგეთშიც და საქართველოშიც.
„ალბათ, ყველაზე დიდი ტრაგედია და ქართულ პოლიტიკურ შეგნებაში ყველაზე დიდი უბედურება, რაც 35 წლის განმავლობაში გვჭირს, ეს არის ერთ წრეზე ტრიალი, ერთი და იგივე, თუნდაც ორმაგ სტანდარტზე, ათასობით გარიგებაზე თვალის დახუჭვა და შეიძლება, მინიმალისტურად იმის აღიარებაც კი, რომ გეოგრაფიული მდებარეობა არაფერს არ ცვლის, საფრანგეთშიც და საქართველოშიც დანაშაული დანაშაულია“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ქადაგიძის განცხადებით, პოლიტიკოსები, ფოტიგები, კრამონები იქნებიან, თუ სხვები, ქართულ საზოგადოებაში სასაცილო ფიგურებად იქცნენ იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.
„შეხედეთ, ევროსტრუქტურები ყველანაირად მაღალ კვალიფიკაციას აძლევენ სახელმწიფო ინსტიტუციებს საქართველოში, ეს ადამიანები კი გამოდიან და გვეუბნებიან, დაგენგრათ ეს სისტემა, დაგენგრათ ის სისტემა, მოლდოვაზე, უკრაინაზე უარესად ხართო. თავი და თავი არის, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ აქაური პოლიტიკა და არა ბრიუსელმა, ან მოსკოვმა, ან პეკინმა, ან შანხაიმ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელმა. თბილისმა უნდა გადაწყვიტოს“, - დასძინა ქადაგიძემ.
1794942839
მსოფლიოსაფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის სკოლებთან მომხდარი ინციდენტების შედეგად სამი მოსწავლე მსუბუქად დაშავდა
„საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონის საშუალო სკოლებში მომხდარი ინციდენტების შედეგად სამი მოსწავლე მსუბუქად დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde რეგიონული ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ო...
1794941140
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა უკრაინასთან მატჩისთვის ცნობილია
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს უკრაინის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მთავარმა მწვრთ...
1794937440
ახალი ამბებიორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის...
1794935194
ახალი ამბებიდაღუპულია ახალგაზრდა კაცი - ხაშურში ავარია მსხვერპლით დასრულდა
ხაშურის სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. „ქართლის ამბების“ ცნობით, ერთმანეთს ჯიპი და პატარა სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 40 წლამდე ასაკის...
1794932812
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებითერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ნოემბე...































