ზვიად კვარაცხელია: ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კულტურის სამინისტროს არც ერთ კონკურსზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს თავისუფალი ლიტერატურული პროცესის წინააღმდეგაა მიმართული
გამომცემლობების – „ინტელექტისა” და „არტანუჯის” მთავარი რედაქტორი, მწერალი ზვიად კვარაცხელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ისინი კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ არც ერთ კონკურსზე მონაწილეობას არ მიიღებენ.
როგორც კვარაცხელია ფეისბუკ პოსტში განმარტავს, "მიგვაჩნია, რომ ეს თავისუფალი ლიტერატურული პროცესის წინააღმდეგაა მიმართული"
"ექსკლუზივ ტვ" კვარაცხელიას ფეისბუკპოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ცოტა ხნის წინ კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „ახალი ქართული წიგნი – მწერლების ხელშეწყობა”. როგორც გამომცემლობების – „ინტელექტისა” და „არტანუჯის” მთავარმა რედაქტორმა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ არც ერთ კონკურსზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს თავისუფალი ლიტერატურული პროცესის წინააღმდეგაა მიმართული.
ჩვენს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „ინტელექტის” მიერ გასულ წელს ინიცირებული სამი პროექტის – დავით წერედიანის, ბაჩანა ბრეგვაძისა და ვახტანგ ჯავახაძის უმნიშვნელოვანეს გამოცემათა სრული იგნორირება კულტურის სამინისტროსგან და ამ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმ არაჯანსაღ დამოკიდებულებაში, რაც არახალია სამინისტროს მხრიდან.
სოლიდარობას ვუცხადებთ კულტურისა და სახელოვნებო სფეროებიდან უსამართლოდ დევნილ პროფესიონალებს", - აღნიშნულია ზვიად კვარაცხელიას განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....
1791566153
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...
1791564647
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...
1791562924
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...
1791558292
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში - დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო
„როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზ...






























