"დედამთილმა მომაწყევლა-ემიგრაციაში საკუთარი ფეხით მიდიხარ და აქეთ კუბოთი ჩამოესვენებინოთო! ქმარი ჩემი ნაყიდი მანქანით, სხვებს "დააგულავებს" - ემიგრანტი ქალის მძიმე ისტორია
Exclusivetv კიდევ ერთ საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ ბათუმელ ქალთან, რომელიც ემიგრანტია. მისი, არც ისე სასიამოვნო ისტორიის გათვალისწინებით, ვინაობის გამხელა არ ისურვა. გულახდილობის ხარისხის გათვალისწინებით, ამის მიზეზი, ქალბატონ ასმათს (სახელი პირობითი), ნამდვილად აქვს.
ასმათის ემიგრაციის ისტორია სამი წელს ითვლის. ამბობს, რომ ემიგრაციასში წასვლა არასდროს უფიქრია, ცდილობდა საკუთარი თავი სამშობლოში ეპოვა და საყვარელი საქმე-ჭრა-კერვა, ბიზნესად ექცია. ასმათის თქმით, ამისთვის, ფაქტობრივად, ყველაფერი სცადა, მაგრამ შემოსავალი, რომელსაც იღებდა, იჯარით აღებული ფართის ქირასაც ძლივს ფარავდა.
ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრიც ამის შემდეგ დაიწყო, თუმცა ბარიერი იყო ის რომ გერმანული ენა არ იცოდა, სკოლის დასრულების შემდეგ, არც რაიმე შეხება ჰქონია. პრობლემის დასაძლევად, სამსახურის შემდეგ გერმანული ენის ინდივიდუალური შესწავლა იმ პედაგოგთან დაიწყო, რომელსაც ახლა „მეორე სიცოცხლის შანსს“ ეძახის.
ასე დაიწყო ასმათის გერმანული თავგადასავალიც, რომელიც სასტუმროების დალაგებით გაგრძელდა.
„ენის გარდა, უამრავი ბარიერი იყო, პირველ რიგში, ჩემი პატარა, სასკოლო ასაკის შვილები. ბავშვებს დედამთილი არ იტოვებდა. მეუბნებოდა, რომ მან მისი 4 შვილი უკვე გაზარდა და ხანდაზმულ ასაკში (70 წლისაა), ორ შვილიშვილს ვერ მოუვლიდა. არადა, წასვლა ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ ოჯახის ვალები გამესტუმრებინა.
ქმარი უსაქმური არ იყო, მაგრამ იმდენად მცირე ანაზღაურება ჰქონდა დღიურ სამუშაოზე, საჭმელზეც არ გვყოფნიდა. ამიტომ, ის რაშიც დედამთილი მეწინააღმდეგებოდა-ბავშვების მოვლა, ვამჯობინე ჩემს ქმარს გაეკეთებინა.
საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ 10 და 12 წლის შვილების დატოვება, მათივე კეთილდღეობისთვის გადავწყვიტე, მაგრამ ბოლომდე ამ ყველაფრის გააზრება, საშინელ დეპრესიაში მაგდებდა.
აეროპორტამდე, ქმარმა და შვილებმა მიმაცილეს. დედამთილი ბოლომდე თავის აზრზე დარჩა, სახლიდან გასვლისას, მომაწყევლა-იქეთ საკუთარი ფეხით მიდიხარ და აქეთ კუბოთი ჩამოესვენებინოთო! ყველაზე მძიმე იყო ამის მოსმენა, ჩემიი ქმარი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ბოლოს მითხრა-დედაა და ხომ არ მოვკლავო. ასე, ნაწყევლა-ნაკრულვი ჩავფრინდი მიუნხენში“,-გვეუბნება ასმათი.
ემიგრანტი ქალი გვიყვება, რომ განსაკუთრებულად რთული, პირველი რამდენიმე თვე აღმოჩნდა, რადგან ენის სრულყოფილად არცოდნა, ისევე როგორც ქალაქის, ხშირ შემთხვევაში ხელს შლიდა, ნორმალური სამსახურის პოვნაში.
„ვიდრე ნორმალურ სამსახურს ვიშოვიდი, ვუვლიდი ძაღლებს, ვბანდი კატებს, ვხეხავდი აბანოებს და ტუალეტებს. ტუალეტების ხეხვა უფრო მარტივად გამომდიდოდა, რადგან ცხოველების მოვლის არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ასე ვუყრიდი თავს რაღაც თანხას, საქართველოში აღებული ვალები რომ გამესტუმრებინა, მათ შორის გერმანიაში წამოსასვლელად აღებული სესხი.
გამიმართლა, როცა ერთ-ერთმა დიასახლისმა, რომელსაც სახლი დავულაგე, ჩემი თავდადება დაინახა და დააფასა. მითხრა, რომ მუდმივი სამსახურის პოვნაში დამემხმარებოდა. სასტუმროს მენეჯერი აღმოჩნდა და დანაპირები ერთ კვირაში ამისრულა.
ვმუშაობ სასტუმროში, სადაც საათში 12 ევროს მიხდიან, გამიმართლა. აქ დროს პატივს სცემენ და იციან მისი ფასი, ამიტომ მეც დავაფასე დრო. შესვენების დრო რომ მეწყება, ისერვ გავრბივარ კერძო სამუშაოებზე, ისევ ვალაგებ, ისევ ვუვლი ცხოველებს. ზოგჯერ, ყვავილებს ვუვლი ეზოებში. არ ვარ არც შემოსავლით და არც გრაფიკით უკმაყოფილო, მაგრამ შვილების დარდი არ მასვენებს.
ასე გავიდა სამი წელი, შრომასა და მონატრებაში. ყოველ ღამე ჩემი შვილები მესიზმრებიან, ვითომ ვბან, სასკოლოდ ვამზადებ, ვეფერები... მეღვიძება და ტირილს ვიწყებ, ემიგრანტის ერთადერთი შეღავათი, ცრემლებია.
ორადაა გაყოფილი ჩემი ცხოვრება, ემიგრაციამდე და ემიგრაციის შემდეგ, ვერაფერს ვუხერხებ ამ განცდას. თითქოს ემიგრაციამდე ასმათი მოკვდა და ახლა სხვისი სული ჩასახლდა ჩემს სხეულში...“
ამბობს, რომ ფინანსური პრობლემები, ფაქტობრივად მთლიანად მოაგვარა ამ სამ წელიწადში, მაგრამ მის ირგვლივ და მის მიმართ ადამიანები შეიცვალნენ, გაუცხოვდნენ.
„ეს გაუცხოება არ მიკვირს, დრო მიდის და ადამიანები კი არა, ყველაფერი იცვლება, მაგრამ ოჯახის წევრები, არ უნდა იცვლებოდნენ. როგორც გითხარით, დედამთილმა ბავშვების მოვლაში დახმარებაზე უარი მითხრა. წყევლას ახლაც არ მაკლებს. ნათესავებს ეუბნება, რომ შვილები დავყარე და გავიქეცი. არადა, შვილების კეთილდღეობის გამო გავხდი სხვისი უნიტაზების მრეცხავი.
მეგონა, ჩემი ქმარი მაინც ივარგებდა და მათ ყურადღებას არ მიაკლებდა. აწყინა კარგმა ცხოვრებამ. სმას მოუხშირა. მანქანა, რომელიც ბავშვების სკოლაში სატარებლად ვუყიდე, „საგულაოდ“ ყავს და ვინ დაჰყავს არც ვიცი. მიუხედავად ყველაფრისა, ვერაფერს ვამბობ, მასთან ჩხუბი და ურთიერთობის გაწყვეტა, ჩემთვის ავტომატურად შვილებთან ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს, ამას კი ვერ გადავიტან. ამიტომაც ვითმენ....მოვითმენ სანამ შემეძლება“,-გვეუბნება ასმათი.
დაბრუნების გეგმა ჯერ არ აქვს, ამბობს, რომ შვილების სწავლის თანხა უნდა შეაგროვოს და მათთვის დამოუკიდებელი საცხოვრებლის შეძენა სურს.
„არ ვიცი როდის დავბრუნდები, 43 წლის ასაკში არც ის ვიცი წინ რა მელოდება. ვამბობ, რომ შვილებისთვის ცალ-ცალკე საცხოვრებელი მინდა შევიძინო და იმიტომაც ვარ აქ გრძელვადიანი პერსპექტივით, მაგრამ ქვეცნობიერად ვფიქრობ, რომ მეც იმ ახალ საცხოვრისში მომიწევს ჩამოსულზე ცხოვრება, რადგან არამგონია ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს, თუ არაფერი შეიცვალა მის ქცევებში. მიჭირს ამას რომ ვამბობ, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ დამრჩა.
ემიგრაცია დროში გათვლილი სამსახური არ არის, ჯოჯოხეთია. ამ ჯოჯოხეთს ვიტანთ ოჯახიდან მოშორებულები. თავს იმით ვიიმედებ, რომ ჩემ შვილებს კარგ განათლებას მივცემ, ცხოვრებისთვის ნორმალურ პირობებს შევუქმნი და მათთან ერთად სიბერე მაინც მექნება ტკბილი“,-ამბობს ასმათი.
Exclusivetv-ს დისტანციური ინტერვიუ ქალბატონ ასმათისთან, ამ წინადადებით დასრულდა. მშვიდობიანი ღამე ვუსურვე და კომპიუტერი დავხურე. დილით, როცა ისევ გავხსენი მესინჯერი, მისი შემდეგი შინაარსის წერილი დამხვდა: აუცილებლად დაწერეთ, რომ დავბრუნდები. დაბრუნების ფიქრი გამიჩინეთ!
ასევე დაგაინტერესებთ:
1770124642
ახალი ამბებითინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ქვეყანაში კულტურის მიმართულებით არსებული მდგო...
1770124085
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6893 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6902 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1770123420
საზოგადოებაშემოსავლების სამსახური ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთზე“: შემოსავლების სამსახური თავისი მანდატის შესაბამისად ახორციელებს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე
საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს - ფინანსთა სამინისტროს...
1770122870
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: განათლების რეფორმის საფუძველი სტრატეგიული ხედვით გათვლილი გადაწყვეტილებებია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს რეფორმა იქნება საამაყო ნიშნული ჩვენი მმართველობის ისტორიაში
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქართველი ერის მომავალზე და განათლებაზე, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოება და ეროვნული იდეოლოგიის ხერხემალი, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების გარანტი. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ განათლე...
1770122144
საზოგადოებათეა წულუკიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გახარიასთან დებატები მოვიგეთ თუ წავაგეთ, მე არ უნდა გადავწყვიტო, ამას ხალხი წყვეტს
ბატონმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქალბატონ წულუკიანთან დებატებში გახარია გამარჯვებული გამოვიდა და ჩვენ თქვენ უკვე დაგამარცხეთო. მე დიდი ეჭვი მაქვს და ამბიც...


























