ოზურგეთელმა მუსიკოსმა ბელა მახარაძემ გერმანიაში საკუთარი აკადემია გახსნა
"ოზურგეთელმა მუსიკოსმა გერმანიაში ბელა ბერკემერ-მახარაძემ საკუთარი აკადემია გახსნა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თემურ მარშანიშვილი წერს:
"ბელა ბერკემერ-მახარაძემ გერმანიაში საკუთარი აკადემია გახსნა
გერმანიაში მოღვაწე ოზურგეთელმა (ნატანებელმა) მუსიკოსმა ბელა მახარაძემ და მისმა მეუღლემ გერმანიაში საკუთარი მუსიკალური აკადემია გახსნეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სამი დღის წინ თვით ბელამ გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუკგვერდზე:
„მეგობრებო, დღევანდელი დღე ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია, რადგან კერძო მუსიკალური აკადემია გავხსენით საკუთარ სახლში.
შეგიძლიათ, გულით მოგვილოცოთ, რადგან დიდი შრომისა და უძილო ღამეების შედეგია ეს ყველაფერი და არ შემეძლო, ჩვენი ერთგული მეგობრებისთვის არ გამეზიარებინა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია.
ბერკემერ-მახარაძის მუსიკალური აკადემია ყველა ასაკის ადამიანზე იქნება გათვლილი, შეზღუდვა არ გვექნება, რადგან მუსიკამ სიხარული უნდა მოგვანიჭოს ადამიანებს და არა ტკივილი, ამიტომ, გართობის დონეზე მოუნდება აკადემიის წევრს ინსტრუმენტის შესწავლა თუ უმაღლესი სასწავლებლისთვის სერიოზულო მზადება...
ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იქნება, ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით.
აკადემიაში ისწავლება ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე დაკვრა, ანსამბლი, მუსიკალური თეორია, ვოკალი და თუ საკმარისი დაინტერესება იქნება, სამომავლოდ ქართული ხალხური სიმღერებიც მსურს შევასწავლო გერმანელებს.
P.S. ერთობლივად ყველა ოცნება ხდება, მთავარია გყავდეს ერთგული ადამიანი(ები) გვერდით, მე კი ყველაზე ერთგული ადამიანი უკვე 22 წლის წინ შევიძინე და ეს ჩემი უვეა".
1765091897
საზოგადოებალევან მახაშვილი „კამიტზე“: გამოძიებამ უკვე დაადასტურა, რომ ეს იყო უცხოეთში კარგად დაგეგმილი და საქართველოში რადიკალური ჯგუფების, ე.წ. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებული საინფორმაციო ტერორიზმი
ლევან მახაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „კამიტის“ საქმეზე გამოძიების შედეგებს ეხმაურება. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთ...
1765091734
მსოფლიოგოაზე ღამის კლუბში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ინდოეთში, გოაზე, ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ცხედრების უმეტესობა სამზარეულოსთან აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაღუპულების დიდი ნა...
1765090589
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით გერმანიის მოქ...
1765090522
სპორტიმერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
მერაბ დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა და ქამარი დათმო. შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში იანი გააქტიურდა, ის კრივში ჯობდა დვალიშვილს დ...
1765089485
ახალი ამბებიპოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა...


























