"დიდი ალბათობით მაიმუნის ვირუსი საბერძნეთშიც შემოვა, პანიკა საჭირო არ არის, ყურადღება მიაქციეთ ხელების დაბანას" - ბერძენი პროფესორი
ათენ-პირეას ექიმთა ასოციაციის დირექტორმა, პროფესორმა მატინა პაგონმა ტელეკომპანია SKAI-ს გადაცემაში მაიმუნის ჩუტყვავილაზე ისაუბრა, რომელმაც მსოფლიოს შეშფოთება გამოიწვია და აღნიშნა, რომ შესაძლებელია, ის საბერძნეთში გამოჩნდეს, თუმცა „ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ მას“- თქვა მან.
„მაიმუნის ყვავილი არ არის პანდემია, ის ენდემური დაავადებაა აფრიკაში და განსაკუთრებით კონგოში გავრცელებული, ჩვენ მას დიდი ხანია ვიცნობთ. აფრიკის გარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაახლოებით 100 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი მართვადია. ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციაა. დიდი ალბათობით, შეიძლება, რომ ის ჩვენს ქვეყანაშიც გამოჩნდეს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ მას. ვიცით რომ ეს არის ვირუსი, ვიცით მისი სიმპტომები, როგორ ვითარდება და როგორ გადაეცემა სასუნთქი გზებით, კონტაქტით და სხეულის დაზიანებებით". - განაცხადა პროფესორმა.
მისი განმარტებით, ფატალური შედეგით შეიძლება ნებისმიერი დაავადება დასრულდეს, თუმცა ამ კონკრეტული ვირუსის, აღმოჩენილი შემთხვევების სამკურნალოდ არ გამხდარა საჭირო რაიმე სპეციალური წამალი ან სამკურნალო თერაპიის განსაკუთრებული მეთოდი. მისი მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებშიც.
როგორც მან აღნიშნა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე არსებობს, მაგრამ "ჩვენ ჯერ შორს ვართ, შევხედავთ მის განვითარებას და გვექნება თუ არა შემთხვევები საბერძნეთშიც".
"არ არის საჭირო პანიკა, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჰიგიენას, ხელების დაბანას“, - აღნიშნა თენ-პირესი ექიმთა ასოციაციის დირექტორმა, პროფესორმა მატინა პაგონიმ.
ასევე საინტერესოა:
🔵ბერძენ ქალს შეატყობინეს, რომ 47 წლის ემიგრანტ კაცზე იყო დაქორწინებული
🔵საბერძნეთის საავადმყოფოები მაიმუნის ჩუტყვავილასთან გასამკლავებლად მზდყოფნაში არიან
🔵საბერძნეთის პოლიციამ, ჩემოდანში ნაპოვნი, გარდაცვლილი ჩინელი ქალის მკვლელი დააკავა
1790184550
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას
„საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი, მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად გან...
1790183135
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ...
1790182026
ახალი ამბებიმარკო რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, ეს ომს არ დაასრულებს, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმების საფუძველი გახდეს
ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსე...
1790179717
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპი...
1790178569
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასა...































