ირანელ ლტოლვილს, რომელმაც საბერძნეთის ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვა, კირიაკოს მიცოტაკისი შეხვდება
19 წლის ირანელ ლტოლვილს, რომელმაც საბერძნეთის ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვა, პრემიერ მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი პირადად დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, მივლინებით მადრიდში მყოფმა საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, მას შემდეგ რაც 19 წლის ირანელი ლტოლვილი ბიჭის, მიერ ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული წარმატების შესახებ შეიტყო მას ტელეფონით დაუკავშირდა, მიულოცა წარმატება და მასთან პირისპირ შეხვედრის ინიციატივა გამოთქვა.
კერძოდ მათი საუბარი, ესპანეთში ნატოს სამიტამდე ცოტა ხნით ადრე შედგა.
პრემიერმინისტრმა 19 წლის კუროს, მისაბაძი მაგალითი და ოპტიმიზმის წყარო უწოდა და მათი პირისპირ შეხვედრა, მის ოფისში მომავალ კვირას დაგეგმა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის კუროსი მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად, ირანიდან საბერძნეთში 3 წლის წინ ნავით ჩამოვიდა, რის შემდეგაც მას რთული ცხოვრების გავლა მოუწია. როგორც მან თავად აღნიშნა, ბოლო ერთი წელია რაც მათი ცხოვრება ნორმალური გახდა, კერძოდ მას შემდეგ რაც ოჯახმა საბუთები აიღო და მიტილინში ბინის ქირაობა შეძლო.
19 წლის ირანელმა ლტოლვილმა, რომელიც სამი წლის წინა ბერძნულად არც კი საუბრობდა, წელს საბერძნეთის ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მოპოვებული ქულების რაოდენობით, მის სკოლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ასევე საინტერესოა:
🔵საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის წევრები შეხვდნენ
🔵სამი წლის წინ, ირანიდან ნავით ჩამოსულმა ბიჭმა, საბერძნეთის ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები აიღო
1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































