რამდენი ევრო დაგიჯდებათ გარუჯვა ათენის პლაჟებზე?!

თუ თქვენ ათენში იმყოფებით და გადაწყვიტეთ გარუჯვა, ალბათ დაგაინტერესებთ თუ რა რაოდენობის თანხა უნდა იქონიოთ ამისთვის?! 

ორგანიზებულ პლაჟზე დასვენების ღირებულება  მის მდებარეობასა და შეთავაზებულ სერვისებზეა დამოკიდებული. 

წელს, სხვადასხვა  საქონელზე და მომსახურებებზე ფასების გაზრდა პლაჟების სფეროზეც აისახა, ვინაიდან წინა სეზონებთან შედარებით ფასები აშკარად გაიზარდა. 

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითქმის ყველა პლაჟზე, დასვენების დღეებში ფასი ჩვეულებრივ, სამუშაო დღეებისგან განსხვავებულია.

მაშ ასე, დავიწყოთ ალიმოს პლაჟით "ακτη του ηλιου" ( მზის სანაპირო) რომელსაც სხვებთან შედარებით ყველზე ხელმისაწვდომი ფასები აქვს.

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზება  ოჯახისთვის რადგან აქ, ყველა ასაკის შესაფერისი გასართობი აქტივობები დაგხვდებათ. 

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქ შესვლა 6 ევრო ღირს, შეზლონგის ფასი კი 2 ევროა.

უმუშევრებისთვის, 65 წელზე უფროსი ასაკის პირთათვის და 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საფასური შედარებით უფრო დაბალია. 

უქმე დღეებში და შაბათ-კვირას კი ფასები იზრდება,  ასეთ დღეებში შესვლა 8 ევრო, შეზლონგ კი 4 ევრო ღირს. 

 

ძალიან დიდი, რამდენიმე კილომეტრი სიგრძის  "παραλια Σχοινιά" (სხინიას სანაპირო), წიწვოვანი ტყის და იდეალურად სუფთა ზღვის მქონე პლაჟი, საუკეთესო ვარიანტია განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის. 

როგორც წესი სამუშაო დღეებში პლაჟზე  შესვლა უფასოა. ერთ კაცზე მინიმალური გადასახადი 3 ევროს შეადგენს შეზლონგი კი 2 ევრო ღირს. უქმე დღეებში და შაბათ - კვირას შესვლა  უფროსებისა და   მოზარდებისთვის  1,50 ევრო ღირს. შეზლონგის საფასური კი 5 -7 ევრომდე იზრდება. 

ვულიაგმენის პლაჟი, სამუშაო დღეებში  შესასვლელი ბილეთის შეძენას 10 ევროდ გთავაზობთ, უქმე დღეებში და  შაბათ-კვირას კი 15 ევროდ. თუმცა, ორგანიზებული პლაჟის, ზურმუხტისფერი წყლები და  თეთრი ქვიშა  ღირს ამად.  პლაჟზე შესაძლებელია ადგილის და შეზლონგის ონლაინ დაჯავშნა, ასეთ შემთხვევაში 2 შეზლონგი და ქოლგა  32,5 ევრო ჯდება, საფასურში შედის ასევე უფასო პარკინგი და ძვირფასი ნივთების შენახვა. 

ვარკიზას სანაპიროზე სამუშაო დღეებში შეზლონგები უფასოა, მაგრამ შესვლისთვის - 7,50 ევროს გადახდა მოგიწევთ. პენსიონერებისთვის, სტუდენტებისთვის და 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სპეციალური ფასები მოქმედებს. შაბათ-კვირას პლაჟის ვიზიტორები  შესვლაში 8,5 ევრომდე იხდიან, ხოლო  შეზლონგის კომპლექტი 10 ევრო უჯდებათ.

ედემის პლაჟზე  შესვლა უფასოა, თუმცა ქოლგა და 2 შეზლონგის ფასი შაბათ-კვირას 25 ევროდან იწყება. სამუშაო დღეებში  10 ევროა.  

ფასები კიდევ უფრო მაღალია (ასტერას ვულიაგმენი) "Αστέρας Βουλιαγμένης"-ის პლაჟზე, სადაც შესვლა უფასოა თუმცა, სამუშაო დღეებში ქოლგასა და ორ შეზლონგში 50 ევროს გადახდა მოგიწევთ. უქმე დღეებში და შაბათ კვირას კი - 80 ევროსი. 

ლაგონისის გრანდ ბიჩზე,( Grand Beach) კი  ქოლგისა და შეზლონგების გარდა, კომპლექტში შედის ორი "სნაკი" და ორი ბოთლი წყალი ასევე დამატებითი მომსახურება( სეიფი, მიმტანის ღილაკი, კერძო ზონა). ამ ყველაფრის ფასი სამუშაო დღეებში 80 ევროს შეადგენს, შაბათ-კვირას და უქმე დღეებში კი 130 ევროს.

ასევე საინტერესოა:

🔵საბერძნეთის საკონსულოებმა რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების მიღება შეწყვიტეს

🔵რა არის "კლიდარითმო" და რაში გვჭირდება ის ?!

🔵საბერძნეთში, 30 წელს გადაცილებულ პირთათვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით აცრის რეკომენდაცია გაიცა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794306330

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლებამოსილებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის ბოლო ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ანგარიშში უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებებია წარმოდგენილი სასამართ...

 ირაკლი კირცხალია

1794305745

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ჩაცვენილები, ერთმანეთის საპირისპირო ჩვენებებს აძლევენ

საკონსტიტუციო სასამართლო 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკი...

არჩილ გორდულაძე

1794304881

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები, სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციონერი წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა და პროცესის მიმდინარეობის სამართლებრივ მხარე...

არჩილ გორდულაძე

1794303193

მსოფლიო

მარკო რუბიო: „რესპუბლიკელების“ საარჩევნო მარცხი ტრამპის საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენას არ მოახდენს. პარიზში „დიდი შვიდეულის“ ს...

მარკო რუბიო

1794302372

ახალი ამბები

დავით კოდუა: ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა რიყის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ გახოკიძესთან ერთად რიყის მოსახლეობას შეხვდა, გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროე...

დავით კოდუა