საბერძნეთის პოლიცია ათენის გარე უბანში, სახლიდან გატაცებულ 6 წლის ბავშვს ეძებს - ბავშვს დედა ეგონა და უცნობ კაცს, კარები გაუღო
ათენის გარე უბანში, კერძოდ კიფისიაში, 6 წლის ბავშვი, უცნობმა კაცმა საკუთარი სახლიდან გაიტაცა.
ბავშვის ადგილსამყოფლის დასადგენად მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოები. ოჯახის ადვოკატის განცხადებით, არსებობს ბავშვის ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანის საშიშროებაც.
ბავშვის გატაცების ინციდენტი 24 მაისს დაახლოებით 20:40 საათზე მოხდა, როდესაც 6 წლის ბიჭი სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც OPEN TV-სთან ინტერვიუში ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, ბავშვმა კარებთან ხმაური გაიგონა, მას ეგონა რომ დედა დაბრუნდა და კარები გააღო, რის შემდეგაც უცნობ კაცთან ერთად გაუჩინარდა.
ადვოკატის განცხადებით, ბავშვის სამძებრო ოპერაცია აქტიურად მიმდინარეობს, რაშიც ჩართულია ასევე საზღვრის კონტროლის მექანიზმიც, ვინაიდან არსებობს, ბავშვის ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანის საშიშროებაც.
ადვოკატის თქმით, მეზობლებმა უბანში ერთი ფურგონი და მინიმუმ ერთი 45 წლამდე კაცი შეამჩნიეს. სავარაუდო დამნაშავე აღნაგობით, ნორმაზე ოდნავ მეტი წონის და დაახლოებით 1,80 მ სიმაღლის არის.
როგორც ცნობილია ბავშვის მამა ნორვეგიის მოქალაქეა და ნორვეგიაში ცხოვრობს. ბავშვი და მისი დედა კი საბერძნეთში ცხოვრობენ.
ადვოკატმა OPEN TV-სთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ბავშვის მშობლებს შორის გარკვეული სახის უთანხმოება არსებობს და პოლიციას ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვისკენ მოუწოდებს.
ასევე საინტერესოა:
🔵საბერძნეთში, მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა 40° მიაღწევს
🔵საბერძნეთმა ეროვნულ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების ფრენის აკრძალვა გაახანგრძლივა
1790184550
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას
„საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი, მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად გან...
1790183135
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ...
1790182026
ახალი ამბებიმარკო რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, ეს ომს არ დაასრულებს, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმების საფუძველი გახდეს
ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსე...
1790179717
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპი...
1790178569
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასა...































