საბერძნეთში, 36 წლის ქალმა ყოფილ მეუღლეს სამსახურში მიაკითხა და სცემა

საბერძნეთში, 36 წლის ქალმა, ყოფილ მეუღლეს სამსახურში გაბრაზებულმა მიაკითხა, სადაც სცემა ის და მისი თანამშრომელი კაცი რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა, რის შემდეგაც პოლიციის მოსვლამდე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.  

ამ უცნაური შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 

გადმოცემის თანახმად, შემთხვევა 9 მაისს, შუადღის საათებში, პირეაზე, 41 წლის კაცის სამსახურში მოხდა. 

როგორც ცნობილია 36 წლის ქალმა, 41 წლის ყოფილ მეუღლეს სამსახურში მიაკითხა, სადაც  მას შეურაცხყოფა მიაყენა  და ფიზიკურად გაუსწორდა. 

კაცის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მათი გაშველება სცადა, რა დროსაც 41 წლის კაცმა ყოფილი მეუღლისგან თავის დახსნა მოახერხა, რის შემდეგაც  გაღიზიანებული ქალის აგრესიის მსხვერპლი თავად გამშველებელი გახდა. 

თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომლის მოსვლამდეც ქალმა ტერიტორია დატოვა. 

პოლიციამ ორი კარგად ნაცემი კაცი განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც ყოფილმა ქმარმა 36 წლის ქალის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

მისმა თანამშრომელმა კი არ ისურვა ქალის წინააღმდეგ რაიმე სამართლებრივი ღონისძიების გატარება.  

წყარო protothema.gr

ასევე საინტერესოა:

🔵ათენში,  ბერძენ და ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

🔵კიევში საბერძნეთის საელჩომ მუშაობა განაახლა

🔵ჯორჯინას და მელინას გარდაცვალება ერთი და იგივე მედიკამენტით არის გამოწვეული - საზარელი შემთხვევა საბერძნეთში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791901140

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზი...

ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

1791900196

ახალი ამბები

საპატრიარქო: 14 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი შიო III წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

ამა წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრ...

შიო მესამე:

1791898216

საზოგადოება

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება და 80 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარი...

ირაკლი ხელაძ

1791896903

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5994 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1791896373

ახალი ამბები

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდნენ

ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად,...

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი